საქართველოს კანონი
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 23.04.2007, მუხ. 117) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სახელობო საგანმანათლებლო პროგრამები ხორციელდება პროფესიული სწავლების ცენტრებში. სახელობო საგანმანათლებლო პროგრამები შეიძლება აგრეთვე განხორციელდეს ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 8 ივნისი.
№4943–Iს