|
„საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 12 ოქტომბრის №90/04 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 12 ოქტომბრის №90/04 ბრძანებით დამტკიცებულ წესის მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-4 პუნქტი:
„4. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლის მესამე პუნქტით განსაზღვრული ვადა შეამციროს დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე. “. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|