სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1994
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-12-19
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-25
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016283
სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1994

2013 წლის 19 დეკემბერი

ქ. თბილისი

სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ –საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს:

 ა) გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში დიდი ხურვალეთი, გუგუტიანთკარი, კოშკა და ზარდიანთკარი 4(ოთხი) წყლის გამანაწილებელი სადაწნევო რეზერვუარების მშენებლობისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა;

 ბ) გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში - დიცი და ქვეში, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელში - წაღვლი და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ატოცი და კნოლევი 5(ხუთი) ჭაბურღილისა და წყლის გამანაწილებელი სადაწნევო რეზერვუარების მშენებლობისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა;

 გ) ამ განკარგულების „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი – 25 03 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან;

დ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია