საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1993
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-12-19
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-25
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016350
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1993

2013 წლის 19 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

1. აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის ზემოქმედების არეალში მოხვედრილი, მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმით გაუთვალისწინებელ ჩოლოქის მოსახლეობის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სარეაბილიტაციო და სხვა ხარჯების კომპენსაციის მიზნით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (შემდგომში – დეპარტამენტი) გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულებები და 2013–2014 წლებში გასცეს სარეაბილიტაციო და სხვა ხარჯების კომპენსაცია აზიის განვითარების ბანკთან შეთანხმებული მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმით (LARP-2) განსაზღვრული ერთეული ღირებულებებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ მოწოდებული მასალების შესაბამისად.

 2. ამ განკარგულებით გათვალისწინებული კომპენსაციების გაცემა დეპარტამენტმა 2013 წელს განახორციელოს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის“ მუხლით (პროგრამული კოდი – 25 02 03) განსაზღვრული ასიგნებებიდან, ხოლო 2014 წელს შესაბამისი წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ასიგნებების ფარგლებში.

პრემიერ-მინისტრი             ი. ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია