საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1929
2013 წლის 13 დეკემბერი
ქ. თბილისი
დ. გალეგაშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ
„საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად , საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამნეტში წარდგენილ კანონპროექტზე „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, დავით გალეგაშვილი.
პრემიერ -მინისტრი ი . ღარიბაშვილი