„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებულ წესში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 1533) შეტანილ იქნეს ცვლილება და 274 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. 2014 წლის 1 სექტემბრამდე ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელების მიზნით სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისას.“.
|