,,ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არაანაზღაურებადი წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 4 თებერვლის №5 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი, 11/02/2013; 190040000.35.146.016036) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არაანაზღაურებად წევრს საკრებულოს სხდომებში ან მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩევლებთან შესახვედრად, საკრებულოს ან საკრებულოს თავმჯდომარის დავალებათა შესასრულებლად უფლებამოსილების განხორციელებისათვის განესაზღვროს ხარჯების სახით თვეში 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით“.
|