„მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
4926
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2007-06-08
გამოქვეყნების თარიღი
2007-06-19
სარეგისტრაციო კოდი
210.000.000.05.001.002.884
„მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №8-9, 21.02.1998, გვ. 8) მე-5 მუხლის პირველი–მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შემოღების წესის მიხედვით მოსაკრებლები არის საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი.

2. საერთო-სახელმწიფოებრივი მოსაკრებლებია:

ა) საბაჟო მოსაკრებელი;

ბ) სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლები (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ადგილობრივი მოსაკრებლებისა);

გ) სახელმწიფო სერტიფიკატის მოსაკრებელი;

დ) სარეგისტრაციო მოსაკრებელი;

ე) სახელმწიფო საექსპერტიზო მოსაკრებელი;

ვ) სახელმწიფო ბაჟი;

ზ) საკონსულო მოსაკრებელი;

თ) სატენდერო მოსაკრებელი;

ი) სააღსრულებო მოსაკრებელი;

კ) სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი;

ლ) საკარანტინო მომსახურების მოსაკრებელი;

მ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი;

ნ) საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი.

3. ადგილობრივი მოსაკრებლებია:

ა) მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებელი;

ბ) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მოსაკრებელი;

გ) ადგილობრივი სატენდერო მოსაკრებელი;

დ) დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი;

ე) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი;

ვ) სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის მოსაკრებელი.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 8 ივნისი.

№4926–Iს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია