|
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და მისი შესრულების კოორდინაციის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18
თებერვლის დადგენილება №165
– ვებგვერდი, 19.02.2014წ.
|
| მუხლი 1 |
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და მისი შესრულების კოორდინაციის მიზნით, შეიქმნას ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და მისი შესრულების კოორდინაციის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
საქართველოს ფინანსთა მინისტრი – საბჭოს თავმჯდომარე; საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი; ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის უფროსი; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე; საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე; საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე; საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი; საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე;
საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18
თებერვლის დადგენილება №165
– ვებგვერდი, 19.02.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის დადგენილება №576 - ვებგვერდი, 11.11.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 იანვრის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 17.01.2017წ. |
| მუხლი 2 |
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და მისი შესრულების კოორდინაციის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვოთ:
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს წარმომადგენელს; საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელს; საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს; საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსს; საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას; საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს; საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს; საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს; საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 თებერვლის დადგენილება №165 – ვებგვერდი, 19.02.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №633 – ვებგვერდი, 27.11.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 იანვრის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 17.01.2017წ. |
| მუხლი 3 |
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელმა და მისი შესრულების კოორდინაციის განმახორციელებელმა უწყებათაშორისმა საბჭომ სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას წარუდგინოს არა უგვიანეს 2014 წლის 1 მარტისა.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18
თებერვლის დადგენილება №165
– ვებგვერდი, 19.02.2014წ.
|
| მუხლი 4 |
დამტკიცდეს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და მისი შესრულების კოორდინაციის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საბჭოს“ თანდართული დებულება.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18
თებერვლის დადგენილება №165
– ვებგვერდი, 19.02.2014წ.
|
| მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და მისი შესრულების კოორდინაციის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საბჭოს დებულება
|
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18
თებერვლის დადგენილება №165
– ვებგვერდი, 19.02.2014წ.
|
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და მისი შესრულების კოორდინაციის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საბჭოს (შემდგომში - საბჭო) მიზანია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციისათვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და მისი შესრულების კოორდინაცია 2014-2017 წლებისათვის.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 თებერვლის დადგენილება №165 – ვებგვერდი, 19.02.2014წ.
მუხლი 2. საბჭოს შემადგენლობა 1. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 2. საბჭოს შემადგენლობაში სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად შეიძლება შედიოდნენ შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და მეცნიერები. 3. საბჭოს შემადგენლობაში შემავალი პირების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული უფლებებისა და ვალდებულებების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, საბჭოს შემადგენლობაში შემავალ პირს შეუძლია განახორციელოს უფლებამოსილების დელეგირება შესაბამისი წერილობითი დოკუმენტის საფუძველზე. მუხლი 3. საბჭოს უფლებამოსილება დასახული მიზნების მისაღწევად საბჭო უფლებამოსილია: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და დაწესებულებებიდან გამოითხოვოს საბჭოს საქმიანობისთვის საჭირო ინფორმაცია; ბ) შექმნას სამუშაო ჯგუფები და განსაზღვროს მათი შემადგენლობა, მოიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტები თავის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით. მუხლი 4. საბჭოს სამდივნო 1. საბჭოს საქმიანობის ადმინისტრირებას, ორგანიზაციულ და ანალიტიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს საბჭოს სამდივნო, რომელიც პასუხისმგებელია „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პროექტის ტექსტის ფორმულირებაზე. 2. საბჭოს სამდივნოს უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. მუხლი 5. საბჭოს მუშაობის ორგანიზება 1. საბჭოს ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ასრულებს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული საბჭოს სხვა წევრი. 2. საბჭოს სხდომების პერიოდულობას დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით განსაზღვრავს საბჭოს თავმჯდომარე. 3. საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საბჭოს მომხსენებელს, ხოლო სამუშაო ჯგუფი თავისი შემადგენლობიდან ირჩევს სამუშაო ჯგუფის მომხსენებელს. 4. საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე. 5. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ: საბჭოს თავმჯდომარეს და წევრებს, აგრეთვე საბჭოს მომხსენებელსა და სამუშაო ჯგუფის მომხსენებელს. 6. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. 7. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. 8. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე. სხდომის ოქმი ეგზავნება საბჭოს წევრებს და სამუშაო ჯგუფის წევრებს. |