„სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1795-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2013-12-13
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-28
სარეგისტრაციო კოდი
260030000.05.001.017280
„სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №17, 06.04.2010, მუხ. 99) 32-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ და ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულმა დაწესებულებებმა 2014 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ შიდა აუდიტის სუბიექტების შექმნა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2015 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს შიდა აუდიტის სუბიექტის შექმნა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

13 დეკემბერი 2013 წ.

N1795-Iს

კრებსითი — სრული ვერსია