|
მუხლი 1. „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 2000 წელი, მუხ. 137) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო;“. 2. 53 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 53. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის და მის დაქვემდებარებაში არსებული სასჯელაღსრულების დაწესებულებების, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სპეციალური წოდებები 1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში, სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – სასჯელაღსრულების დეპარტამენტში და მის დაქვემდებარებაში არსებულ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები: ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი; ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი; გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი; დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი. 2. მოსამსახურის სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვა „იუსტიციის“.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. |
ქუთაისი, 13 დეკემბერი 2013 წ. N1799-Iს |