საქართველოს კანონი
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 86) მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ვალდებულია შეავსოს და წარადგინოს ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციები საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი, გამარტივებული ფორმით, პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციიდან ერთი კვირის ვადაში.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2007 წლის 1 ოქტომბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 8 ივნისი.
№4920–Iს