|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №12 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 13/05/2013, 360050000.22.023.016137) დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის: |
1.
პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:
„ნ) მუხურის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი.“ |
2.
მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) ბოდორნის კლდის სვეტის ბუნების ძეგლი.“ |
3.
მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია მართავს: ა) ალგეთის ეროვნულ პარკს; ბ) დაშბაშის კანიონის ბუნების ძეგლს; გ) სამშვილდის კანიონის ბუნების ძეგლს. 9. ყაზბეგის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია მართავს: ა) ყაზბეგის ეროვნულ პარკს; ბ) სახიზნარის კლდის ბუნების ძეგლს; გ) აბანოს მინერალური ტბის ბუნების ძეგლს; დ) თრუსოს ტრავერტინების ბუნების ძეგლს: ე) ჯვრის უღელტეხილის ტრავენტინების ბუნების ძეგლს. ვ) ქეთერისის მინერალური ვოკლუზის ბუნების ძეგლს.“ |
4.
მე-11 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლს.“ |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|