|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 14 იანვრის №40 ბრძანებით (სსმ III, 20.01 2010 წ., N 6, მუხ. 55) დამტკიცებულ წესში შევიდეს შემდეგი ცვლილება: |
1.
პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:
„გ1) კერძო დაცვითი ორგანიზაციის მცველის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლის ნიმუშებისათვის დადგენილ სავალდებულო მოთხოვნებს (დანართი N3);“ |
2.
მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:
ე1) შეამოწმოს „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მდგომარეობა;“. |
3.
მე-2 დანართის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 დანართი:
„დანართი N3 კერძო დაცვითი ორგანიზაციის მცველის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლის ნიმუშებისათვის დადგენილი სავალდებულო მოთხოვნები კერძო დაცვითი ორგანიზაციის მცველის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლის ნიმუშები წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნების დაცვით:
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|