პირის იდენტიფიკაციის, მოწვეულ პირთან გასაუბრების, პირის ზედაპირული შემოწმების და ნივთის/სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერების ოქმის ფორმების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1008
მიმღები ორგანო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2013-12-31
გამოქვეყნების თარიღი
2014-02-25
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.016258
პირის იდენტიფიკაციის, მოწვეულ პირთან გასაუბრების, პირის ზედაპირული შემოწმების და ნივთის/სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერების ოქმის ფორმების დამტკიცების შესახებ
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №1008

2013 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

პირის იდენტიფიკაციის, მოწვეულ პირთან გასაუბრების, პირის ზედაპირული შემოწმების და ნივთის/სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერების ოქმის ფორმების დამტკიცების შესახებ

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს პირის იდენტიფიკაციის, მოწვეულ პირთან გასაუბრების, პირის ზედაპირული შემოწმების და ნივთის/სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერების ოქმების თანდართული ფორმები (დანართი №1, №2, №3, №4).
მუხლი 11
  1. ამ ბრძანებით გათვალისწინებული ოქმები, თუ მათთან დაკავშირებით მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, ინახება შესაბამის სისხლის  სამართლის საქმის მასალებთან ერთად.
  2. ამ ბრძანებით გათვალისწინებული ოქმები, თუ მათთან დაკავშირებით მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის საქმეთა წარმოება, ინახება შესაბამის ადმინისტრაციული სამართლის საქმისწარმოების მასალებთან ერთად.
  3. თუ ამ ბრძანებით გათვალისწინებულ ოქმებთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს ამ მუხლის პირველ ან მე-2 პუნქტში მითითებული სამართალწარმოება, შესანახად ეგზავნება შესაბამისი უფლებამოსილი დანაყოფის კანცელარიას (საერთო განყოფილება) ერთი წლის ვადით.
  4. ამ ბრძანებით გათვალისწინებული ოქმები შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების წარმოების მიზნით, შედგენიდან არა უგვიანეს 5 დღის ვადაში უნდა აისახოს შსს-ს შესაბამის ცენტრალიზებულ მონაცემთა ბაზაში სათანადო პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით, რომელზე წვდომაც განხორციელდება ერთჯერადი რიცხვითი პაროლის გენერირების მოწყობილობით.
  5. ამ ბრძანებით გათვალისწინებული ოქმის შედგენის შემდეგ წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში მისი წერილობით დამოწმებული ერთი ეგზემპლარი 10 დღის ვადაში გადაეცემა იმ პირს, რომლის მიმართაც დგება შესაბამისი ოქმი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის ბრძანება №153 - ვებგვერდი, 26.02.2014 წ.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

 


შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე

კრებსითი — სრული ვერსია