|
„ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი “ საქართველოს ორგანული კანონის მე -16 მუხლის მე -3 და მე -4 ნაწილის , ასევე 61- ე მუხლის მე -2 ნაწილის შესაბამისად , ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო
,
ადგენს:
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 09.09.2014წ. |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ერედვის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის თანდართული წესი. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს ერედვის მუნიციპალიტეტის 2012 წლის 27 დეკემბრის №21 დადგენილება ,,ერედვის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის პირველი იანვრიდან. |
|
ერედვის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი
|
ეს წესი განსაზღვრავს იძულებით გადაადგილებული ოჯახებისათვის ან/და მოქალაქეებისათვის, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ერედვის თვითმმართველი ერთეულის (შემდგომში–მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 11.02.2014წ. |
თავი I
სოციალურის დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიები და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია |
მუხლი 1.
ახალშობილთა ოჯახების დახმარება |
1.
ერთჯერად 200 ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ერედვის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე და რომელთაც შეეძინათ ახალშობილი, თითოეულ შეძენილ ახალშობილზე.
|
2.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: |
ა)
განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; |
ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; |
გ)
ქორწინების მოწმობის ასლი (მშობლების ქორწინების არსებობის შემთხვევაში); |
დ)
ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი; |
ე)
მშობლ(ებ)ის პირადობის მოწმობის ასლი; |
ვ)
ინფორმაცია მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ; |
ზ)
განმცხადებლის საბანკო ანგარიში. |
3.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 11.02.2014წ. |
მუხლი 2.
. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება |
1.
ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება იძულებით გადაადგილებული პირების გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება , რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ერედვის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე .
|
2.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: |
ა)
დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; |
ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; |
გ)
გარდაცვალების მოწმობის ასლი; |
დ)
განმცხადებლის საბანკო ანგარიში; |
ე)
რწმუნებული ცნობა ოჯახის სემადგენლობის შესახებ. |
3.
თანხა გაიცემა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. |
4.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 11.02.2014წ. |
მუხლი 3.
კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებული პირთა დახმარება |
1.
ზამთრის სეზონისათვის ერთჯერად , კომპაქტურ ჩასახლებებში ( სოფლებში : სკრა , თელიანი , მეტეხი , ხურვალეთი , საქაშეთი , მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი წინამძღვრიაანთკარი ( ტელევიზიის დევნილთა ჩასახლება )), თითოეულ კოტეჯზე , სადაც ფაქტობრივად ცხოვრობენ იძულებით გადაადგილებული პირები , რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ერედვის მუნიციპალიტეტში და არ აქვთ ბუნებრივი აირით გათბობა , დაფინანსებას მიიღებენ 200 ლარის ოდენობით .
|
2.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: |
ა)
განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; |
ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; |
გ)
განმცხადებლის საბანკო ანგარიში. |
დ)
იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; |
ე)
ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, ოჯახის შემადგენლობის შესახებ; |
ვ)
საჭიროების შემთხვევაში ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. |
3.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 11.02.2014წ. ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 09.09.2014წ. |
მუხლი 4.
კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული
ოჯახების დახმარება |
1.
ერთჯერად კომუნალური გადასახების გადასახდელად 50 ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახები , რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ერედვის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე .
|
2.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
|
ა)
განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; |
ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; |
გ)
განმცხადებლის საბანკო ანგარიში. |
დ)
იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; |
ე)
ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, ოჯახის შემადგენლობის შესახებ. |
3.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 11.02.2014წ.
|
| მუხლი 41 |
1. საახალწლოდ, ერთჯერად, ფულად დახმარებას 60 ლარის ოდენობით მიიღებენ იძულებით
გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ერედვის მუნიციპალიტეტში. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ; დ) იძულებით გადაადგილებული პირის–დევნილის მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში. 2. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 04.12.2014წ.
|
თავი II
სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება |
მუხლი 5.
სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა |
1.
ერედვის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური). |
2.
სამსახური პასუხისმგებელია ასევე მუნიციპალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე. |
3.
სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილი დოკუმენტაციის შემთხვევაში სამსახური ამზადებს დასკვნას, ხოლო შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად. |
4.
სამსახურის დასკვნა სამსახურის უფროსის მიერ გადაეცემა მუნიციპალიტეტის გამგებელს. |
მუხლი 6.
გადაწყვეტილების მიღება |
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ სამსახურის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბრძანებით.
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 09.09.2014წ. |