კასპის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
31
მიმღები ორგანო
კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-12-20
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-19
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.149.016163
კასპის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
(ძალადაკარგულია 2015 წლის 1 იანვრიდან - 19.12.2014; №64)

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №31

2013 წლის 20 დეკემბერი

ქ. კასპი

 

კასპის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს კასპის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი (დანართის შესაბამისად).
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს, კასპის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის №41 დადგენილება.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეავთანდილ გოგიაშვილი



დანართი
კასპის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური

დახმარების გაცემის წესი


ეს წესი განსაზღვრავს კასპის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, აგრეთვე კასპის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.

თავი I
სოციალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიები და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია

მუხლი 1. ონკოლოგიური ავადმყოფის სამედიცინო და მედიკამენტოზური დახმარება

1.  ამ მუხლით დახმარების მიმღები არის ონკოლოგიური ავადმყოფი .

2.  ონკოლოგიურმა ავადმყოფმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა   წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს :

ა ) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ )  განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი ;

გ ) ონკოლოგიური ავადმყოფის პირადობის მოწმობის ასლი ;

დ ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ( ფორმა #100);

ე )  ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან / და ანგარიშ – ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან მათ შორის , აფთიაქიდან ;

ვ )  უარი ჯანდაცვის სამინისტროდან ან სადაზღვევო კომპანიიდან დაფინანსების თაობაზე ;

3.   ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო   დაწესებულების მათ შორის , აფთიაქის შესაბამის ანგარიშზე .

4.    ონკოლოგიურ ავადმყოფს   დახმარება გაეწევა ერთჯერადად   სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისთვის თანადაფინანსებით 1001 ლარამდე 70% , ხოლო 1001 ლარიდან   თანადაფინანსება 50% – ით , მაგრამ არაუმეტეს 1500 ლარისა ;

5.   იმ შემთხვევაში , თუ ონკოლოგიური პაციენტი ფინანსდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში , მისი თანადაფინანსება მოხდება დაუფინანსებელი თანხის 50 %– ით , მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა ;

6.   ონკოლოგიურმა ავადმყოფმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ამ წესის პირველი მუხლის მე -5 პუნქტით გათვალისწინებული თანადაფინანსების   მისაღებად დამატებით უნდა წარმოადგინოს ცნობა ჯანდაცვის სამინისტროდან ან სადაზღვეო კომპანიიდან დაფინანსების მიღების შეასხებ ;

7.    დაფინანსების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის ( განცხადების ) წარმოდგენა შესაძლებელია აგრეთვე სამედიცინო დაწესებულების დატოვებიდან   15 კალენდარული დღის ვადაში .

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 მარტის დადგენილება № 11 - ვებგვერდი, 17.03.2014წ.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს დადგენილება № 2 6 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ნოემბრის დადგენილება № 5 3 - ვებგვერდი, 12.11.2014წ.


მუხლი 11. სამედიცინო (ამბულატორიული, სტაციონარული და მათ შორის დღის სტაციონარი)  მომსახურების თანადაფინანსება
1. ამ მუხლით დახმარების მიმღები არის ბენეფიციარი (მათ შორის, ონკოლოგიური), რომელიც სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და ამოწურული აქვს წლიური ლიმიტი.

2. ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ავადმყოფის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;

ვ)  ცნობა ჯანდაცვის სამინისტროდან,  რომელიც ადასტურებს წლიური ლიმიტის ამოწურვას.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.

4. ავადმყოფს დახმარება გაეწევა ერთჯერადად 50%-ით, მაგრამ არა უმეტეს 1500 ლარისა.

5. დაფინანსების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის (განცხადების) წარმოდგენა შესაძლებელია აგრეთვე  სამედიცინო დაწესებულების დატოვებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 მარტის დადგენილება № 11 - ვებგვერდი, 17.03.2014წ.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ნოემბრის დადგენილება № 5 3 - ვებგვერდი, 12.11.2014წ.


მუხლი 2. ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვების დახმარება
1. ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვების (0-დან 18 წლამდე ) სოციალური დახმარება გაიცემა ერთჯერადად 200 ლარის ოდენობით;

2. ამ მუხლით გათვალისწინებულმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო არასრულწლოვანი პირის    შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ე) დახმარების  მიმღების საბანკო ანგარიში.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ნოემბრის დადგენილება № 5 3 - ვებგვერდი, 12.11.2014წ.


მუხლი 21. თირკმლის უკმარისობით (დიალეზი), დაავადებულ პაციენტების დახმარება
1. ამ მუხლით დაავადების მიმღებს, თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტს დახმარება გაეწევა ერთჯერადად 150 ლარის ოდენობით.

2. დახმარების მიმღებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა)  განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ)   განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ)  დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობიას ასლი, ხოლო არასრულწლოვანის სემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;

დ)  ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100)

3. ცნობა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან იმის თაობაზე, რომ დახმარების მიმღები (ბენეფიციარი) მონაწილეობს თირკმლის უკმარისობით (დიალეზი) დაავადების პროგრამაში.

4. დახმარების მიმღების საბანკო ანგარიშის ნომერი.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს დადგენილება № 2 6 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ნოემბრის დადგენილება № 5 3 - ვებგვერდი, 12.11.2014წ.


მუხლი 3. იუვენილური რევმატოიდული ართრიტით დაავადებული ბავშვების დახმარება
1. იუვენილური რევმატოიდული ართრიტით დაავადებული ბავშვების (0-დან 18 წლამდე ) სოციალური დახმარება გაიცემა ერთჯერადად 200 ლარის ოდენობით;

2. ამ მუხლით გათვალისწინებულმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო არასრულწლოვანი პირის    შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ე) დახმარების  მიმღების საბანკო ანგარიში.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ნოემბრის დადგენილება № 5 3 - ვებგვერდი, 12.11.2014წ.


მუხლი 4. კომპიუტერული ტომოგრაფიის, ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული (მრტ) კვლევის  დაფინანსება
1. ამ მუხლით დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს) დახმარება გაეწევა ერთჯერადად  (ერთი ან რამდენიმე   ორგანოს, რომელიც აღნიშნულია ერთ ფორმა №100-ში) დიაგნოზის დაზუსტების მიზნით,  კომპიუტერული ტომოგრაფიისა და ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევისთვის 301 ლარამდე სრულად, ხოლო 301 ლარიდან ზემოთ მოთხოვნილი თანხის თანადაფინანსებით 70%, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა;

2. ამ მუხლით გათვალისწინებულმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ე) ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.

4. დაფინანსების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის (განცხადების) წარმოდგენა უნდა მოხდეს სამედიცინო დაწესებულების დატოვებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ნოემბრის დადგენილება № 5 3 - ვებგვერდი, 12.11.2014წ.


მუხლი 5. უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა
1. ქრონიკული დაავადებების მქონე მოსახლეობის უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელ ბენეფიციართა კონტინგენტია:

ა)  ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები;

ბ) პარკინსონიზმით დაავადებული პაციენტები;

გ) ბრონქიალური ასთმით დაავადებული პაციენტები;

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს) დახმარება გაეწევა ერთჯერადად, მაგრამ არაუმეტეს 200 ლარის ოდენობისა, ამ მუხლში აღნიშნულ დაავადებათა მკურნალობის ფარგლებში. დასაფინანასებელი   მედიკამენტის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სამი თვისთვის განკუთვნილ ნორმას.

3.   კარდიოქირურგიული ოპერაცია,  მწვავე ინფარქტი, ინსულტი;

 4. ამ მუხლის მესამე პუნქტით დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს) დახმარება გაეწევა ერთჯერადად, მაგრამ არაუმეტეს 300 ლარის ოდენობისა. დასაფინანასებელი მედიკამენტის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ერთი თვისთვის განკუთვნილ ნორმას.

5. დახმარების მიმღებმა (ბენეფიციარმა) ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი. არასრულწლოვნის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100 განახლებული);

ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/ და ანგარიშ-ფაქტურა შესაბამისი აფთიაქიდან.

6. მესამე პუნქტის შემთხვევაში დაფინანსების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის (განცხადების) წარმოდგენა უნდა მოხდეს სამედიცინო დაწესებულების დატოვებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

7. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამამისი აფთიაქის საბანკო ანგარიშზე.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ნოემბრის დადგენილება № 5 3 - ვებგვერდი, 12.11.2014წ.


მუხლი 6. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარება
1. ერთჯერადი დახმარება გაეწევათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე I ჯგუფის, მათ შორის 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვან უსინათლო ინვალიდებს 150 ლარის ოდენობით.

2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ოჯახის წევრმა ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების წარმომადგენელმა (მეურვემ/მზრუნველმა) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები, არასრულწლოვანის შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიში;

ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ვ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის პირადობის (დაბადების მოწმობის) ქსერო ასლი.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად საბანკო ანგარიშზე.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს დადგენილება № 2 6 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ნოემბრის დადგენილება № 5 3 - ვებგვერდი, 12.11.2014წ.


მუხლი 7. მესამე და მომდევნო შვილის შეძენისას სოციალური დახმარება
1. სოციალური დახმარება კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახებისა, რომელთაც შეეძინათ მესამე ან მომდევნო შვილი და ერთ-ერთი მშობელი რეგისტრირებულია კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დახმარებას მიიღებს ერთჯერადად 300 (სამასი) ლარის ოდენობით ახლადშეძენილ თითოეულ ბავშვზე.

2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;

გ) შვილების დაბადების მოწმობების ასლები;

დ) ქორწინების მოწმობის ასლი არსებობის შემთხვევაში;

ე) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაცია, დახმარების მიმღები ოჯახის წევრების შესახებ.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

4. ამ მუხლით ისარგებლებს 2013 წლის დეკემბრის თვეში დაბადებული ბავშვის ოჯახი.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს დადგენილება № 2 6 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ნოემბრის დადგენილება № 5 3 - ვებგვერდი, 12.11.2014წ.


მუხლი 8. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება
1. ამ დახმარების მიმღები არის ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილები, ერთ-ერთი მშობელი რეგისტრირებულია და ოჯახით ცხოვრობს კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

2. მრავალშვილიან ოჯახს დახმარება გაეწევა ერთჯერადად თითოეულ 18 წლამდე ასაკის შვილზე 100 ლარის ოდენობით.

3. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;

გ) შვილების დაბადების მოწმობების ასლები;

დ) ქორწინების მოწმობის ქსეროასლი არსებობის შემთხვევაში;

ე) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაცია, დახმარების მიმღები ოჯახის წევრებისა და საცხოვრებელი ადგილის შესახებ.

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს დადგენილება № 2 6 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ნოემბრის დადგენილება № 5 3 - ვებგვერდი, 12.11.2014წ.


მუხლი 9. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისათვის ერთჯერადი სოციალური დახმარება
1. სოციალური დახმარება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისათვის, ფაშიზმზე გამარჯვების დღისთვის, 9 მაისისთვის, ერთჯერადად 200 ლარის ოდენობით.

2.  ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე,  კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის მიერ მოძიებული დოკუმენტაციის საფუძველზე.

3.    მოსაძიებელი დოკუმენტაციაა სოციალური სუფსიდიების სააგენტოს კასპის რაიონული განყოფილების  მიერ მოცემული ინფორმაცია მეორე მსოფლიო ომის მონაწილესთან (ბენეფიციართან) დაკავშირებით.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ნოემბრის დადგენილება № 5 3 - ვებგვერდი, 12.11.2014წ.


მუხლი 10. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა  დახმარება:
1. ამ მუხლით დახმარების მიმღებია საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ინვალიდი.

2. დახმარება გაიცემა  ერთჯერადად 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლით დახმარების მიმღებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერანის მოწმობის ასლი;

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე;

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ნოემბრის დადგენილება № 5 3 - ვებგვერდი, 12.11.2014წ.


მუხლი 11. კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ასი და ას წელს გადაცილებული  ხანდაზმული მოქალაქეებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარება
1. აღნიშნული კატეგორია დახმარებას მიიღებს ერთჯერადად 300 ლარის ოდენობით.

2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ნოემბრის დადგენილება № 5 3 - ვებგვერდი, 12.11.2014წ.


მუხლი 12. სააღდგომოდ სურსათით დახმარების პროგრამა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხსა და სოფელ თელიანში კომპაქტურად ჩასახლებული და 1991-1993 წლებში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისათვის
1. აღნიშნული კატეგორია დახმარებას – სასაჩუქრე პაკეტს მიიღებს 2014 წლის აღდგომისთვის ერთჯერადად.

2. სასაჩუქრე პაკეტის ღირებულებაა 70 ლარი.

3. დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იყოს:

ა) დევნილის მოწმობის ასლი;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი.


მუხლი 13. სტუდენტებისა და სპორტსმენების დახმარება
1. ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში (უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი) სწავლის საფასურის თანადაფინანსება 500 ლარის ოდენობით გაეწევათ შემდეგი კატეგორიის სტუდენტებს:

ა) დედ-მამით ობოლი, რომლებიც სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი), რომელსაც გავლილი აქვს აკრედიტაცია ან  ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი) გადის აკრედიტებულ პროგრამას;

ბ) მარჩენალდაკარგული მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი) და სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი), რომელსაც გავლილი აქვს აკრედიტაცია ან  ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი) გადის აკრედიტებულ პროგრამას;

გ) სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან და სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი), რომელსაც გავლილი აქვს აკრედიტაცია ან  ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი) გადის აკრედიტებულ პროგრამას და სარეიტინგო ქულა 0-დან 80 001-მდე;

დ) პირი რომელიც აკმაყოფილებს ამ პუნქტის მოთხოვნებიდან ერთერთს მაინც და სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი.

2. სტუდენტებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) ცნობა ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი), რომელსაც გავლილი აქვს აკრედიტაცია ან თუ დახმარების მიმღები ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი)  გადის აკრედიტებულ პროგრამას მათზე სახელმწიფო დაფინანსების არსებობის, თანხის ოდენობისა და შესაბამისი სასწავლებლის რეკვიზიტების შესახებ;

გ) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.

3. ერთჯერადი ფულადი დახმარება 500 ლარის ოდენობით გაეწევათ საქართველოს პირველობის გამარჯვებულს (დიდებში) ასევე, ევროპისა და მსოფლიოს პირველობის გამარჯვებულს ან პრიზიორს (დიდებში);

4. სპორტსმენებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ)  პირადობის მოწმობის ასლი;

გ)  შესაბამისი ცნობა ფედერაციიდან;

5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 იანვრის დადგენილება № 2 - ვებგვერდი, 23.01.2014წ.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 თებერვლის დადგენილება № 6 - ვებგვერდი, 14.02.2014წ.


მუხლი 14. ხანძრებისა და სტიქიური მოვლენების შედეგად საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად ოჯახის დახმარება (მოსარგებლეზე არ ვრცელდება რეგისტრაციის აუცილებლობა)
1. ხანძრებისა და სტიქიური მოვლენების შედეგად კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ  საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად დაზარალებულ ოჯახებს მიეცეთ ერთჯერადი ფულადი დახმარება დამდგარი ზიანის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 1 500 ლარისა.

2. მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს, შესაბამისად:

ა) განცხადება გამგებლის  სახელზე დამდგარი ზიანიდან 30 კალენდარული დღის ვადაში;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ანდერძი, ჩუქება, საკუთრების დამადასტურებელი    მოწმობა, ტექნიკური აღრიცხვის ჩანაწერი პირდაპირი მითითებით)

დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;

ე) ცნობა კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან;

ვ) ცნობა ჰიდრომეტეოროლოგიის სამსახურიდან;

ზ) ინფორმაცია შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლისგან.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

4. ზიანის ოდენობას განსაზღვრავს კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახური, რომელიც ხელმძღვანელობს საქონლის მოქმედი საბაზრო ფასებით.

5. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება ასევე იმ ოჯახებზე, რომლებიც 2013 წლის დეკემბრის თვეში ხანძრებისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალდნენ.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს დადგენილება № 2 6 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ნოემბრის დადგენილება № 5 3 - ვებგვერდი, 12.11.2014წ.


მუხლი 15. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება:

ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;

ბ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;

გ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ავღანეთისა და უნგრეთის ომის მონაწილეთა გარდაცვალების, სარიტუალო მომსახურება;

დ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება.

2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტაციაა:

ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება  გამგებლის  სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვლილი პირის დევნილის მოწმობის ასლი;

დ) ომისა და სამხედრო ძალების გარდაცვლილი ვეტერანის მოწმობა;

ე) გარდაცვლილის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

ვ) დამკრძალავის და გარდაცვლილის კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

ზ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;

თ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაცია, დაკრძალვის ხარჯების გამღები პირის შესახებ.

3. თანხა გაიცემა 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლით ისარგებლებს 2013 წლის დეკემბრის თვეში გარდაცვლილის დამკრძალავი.

5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს დადგენილება № 2 6 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ნოემბრის დადგენილება № 5 3 - ვებგვერდი, 12.11.2014წ.


თავი II
სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება

მუხლი 16. სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა
1. კასპის მუნციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისმუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური (შემდგომში - სამსახური).

2. სამსახური პასუხისმგებელია ასევე მუნიციპალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე.

3. სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილ დოკუმენტაციას სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნასთან ერთად გადასცემს სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფს (შემდგომში – სამუშაო ჯგუფი), ხოლო შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს დადგენილება № 2 6 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ნოემბრის დადგენილება № 5 3 - ვებგვერდი, 12.11.2014წ.


მუხლი 17. სამუშო ჯგუფის მიერ განცხადებების განხილვა

1. სამუშაო ჯგუფი იქმნება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით. სამუშაო ჯგუფს ჰყავს თავმჯდომარე და მდივანი.

2. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს სამუშაო ჯგუფს და უძღვება მის სხდომებს.

3. სამუშაო ჯგუფის მდივანი პასუხისმგებელია სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმის შედგენაზე;

4. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის სხდომის მუშაობას უძღვება   ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.

5. სამუშაო ჯგუფი მისთვის გადაცემულ განცხადებებს განიხილავს კვირაში ერთხელ მაინც.

6. სამუშაო ჯგუფის მუშაობა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

7. სამუშაო ჯგუფის უფროსი უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფი სხდომის ადგილის, დროისა და თარიღის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის წინასწარ, ერთი დღით ადრე განთავსებას კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საინფორმაციო სტენდზე.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს დადგენილება № 2 6 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ნოემბრის დადგენილება № 5 3 - ვებგვერდი, 12.11.2014წ.


მუხლი 18. სამუშაო ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების მიღება
1. სამუშაო ჯგუფი მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.

2. სამუშაო ჯგუფის მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება მკაცრად ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული  შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ნოემბრის დადგენილება № 5 3 - ვებგვერდი, 12.11.2014წ.


მუხლი 19. სამუშაო ჯგუფის ოქმები და დასკვნები
1. სამუშაო ჯგუფის ყოველი სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი.

2. სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში.

3. სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით.

4. სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმების სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია სამუშაო ჯგუფის მდივანი.

5. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მიიღება დასკვნა, რომელსაც ხელს აწერენ სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დამსწრე სამუშაო ჯგუფის ყველა წევრები. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის წევრის აზრი დაერთვება დასკვნას.

6. სამუშაო ჯგუფის დასკვნა სამსახურის უფროსის მიერ გადაეცემა მუნიციპალიტეტის გამგებელს.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ნოემბრის დადგენილება № 5 3 - ვებგვერდი, 12.11.2014წ.


მუხლი 20. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, სამუშაო ჯგუფის დასკვნისა და კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ნოემბრის დადგენილება № 5 3 - ვებგვერდი, 12.11.2014წ.


თავი III
დასკვნითი დებულებები

მუხლი 21. სოციალური დახმარების გაცემის დაუშვებლობა
1. დაუშვებელია ამ წესით გათვალისწინებული დახმარების გაცემა იმ დაავადებათა მკურნალობაზე, რაზედაც ანალოგიური დახმარების გაცემა გათვალისწინებულია მოსახლეობის იმ ჯგუფისათვის, რომლებიც დახმარების მიმღებად ითვლებიან სახელმწიფო პროგრამის მიხედვით, გარდა ამ წესის პირველი, 11-ი, მე-2 და მე-22 მუხლებით გათვალისწინებული დაფინანსებისა.

2. დაუშვებელია ამ წესით გათვალისწინებული დახმარების გაცემა კასპის მუნიციპალიტეტში დროებით  რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის იმ შემთხვევაში, თუ ისინი არიან ამ წესით  გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები აჟარის, ახალგორის, ერედვის, ქურთის და თიღვის  თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებიდან, გარდა ამ წესის მე-12 მუხლით გათვალისწინებული  დახმარების მიმღებისა.

3. სოციალური დახმარების მიმღები (ბენეფიციარი) პირი ვალდებულია, თუ ამ მუხლის პირველი და მეორე  პუნქტებით გათვალისწინებულ კატეგორიას მიეკუთვნება, წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო თუ არ განეკუთვნება – მიუთითოს აღნიშნულის შესახებ წარმოდგენილ განცხადებაში, რომელზეც პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 მარტის დადგენილება № 11 - ვებგვერდი, 17.03.2014წ.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს დადგენილება № 2 6 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.



კრებსითი — სრული ვერსია