„განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 19 ნოემბრის N20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
29
მიმღები ორგანო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი
2013-12-20
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-24
სარეგისტრაციო კოდი
010340000.32.061.016061
„განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 19 ნოემბრის N20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

 დადგენილება №29

  2013  წლის  20  დეკემბერი ქ. თბილისი

„განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 19 ნოემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ,,განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 19 ნოემბრის №20 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 22/11/2013, 010340000.32.061.016052) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 2014 წლის 17 იანვრიდან ლიკვიდირებულ იქნეს განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატი (შემდგომში – მინისტრის აპარატი).“.

2. დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შეიქმნას მინისტრის აპარატის სალიკვიდაციო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

ვ. ზაქარაია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე (კომისიის თავმჯდომარე);

მ. ფარფალია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე;

ალ. ჩიკვაიძე– განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი;

გ. საჯაია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი;

დ. გაბეჩავა – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზაციის დეპარტამენტის უფროსი;

დ. ზაქარაია – განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის უფროსი.“.

3. დადგენილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისიამ, მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის მიზნით, 2014 წლის 17 იანვრამდე უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საკადრო, მატერიალურ-ტექნიკური, სამართლებრივი და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარება, მინისტრის აპარატის ბალანსზე რიცხული ქონების სრული ინვენტარიზაცია და აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროსათვის გადაცემა, ასევე, სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა.“.

4. დადგენილების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. 2014 წლის 17 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს აფხაზეთის მთავრობის 2007 წლის 25 დეკემბრის №38 დადგენილება ,,განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის თანამდებობის შემოღებისა და განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ.“

მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                               ვახტანგ ყოლბაია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია