საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №423
1996 წლის 1 ივლისი
ქ. თბილისი
ი. დოლაბერიძისა და ფ. სულაბერიძის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისათვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ ქართული ხალხური ცეკვის აღიარებული შემსრულებლები:
იამზე დოლაბერიძე - ი. სუხიშვილის სახელობის ქართული აკადემიური ეროვნული ბალეტის ყოფილი სოლისტი, საქართველოს სახალხო არტისტი;
ფრიდონ სულაბერიძე - საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ ანსამბლ „რუსთავის“ მთავარი ქორეოგრაფი, საქართველოს სახალხო არტისტი.
ე . შევარდნაძე