„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 28 თებერვლის №2-63 ბრძანებაში (ვებგვერდი, 01/03/2013; სარეგისტრაციო კოდი: 340170000.22.032.016101) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. პირველ მუხლს დაემატოს 51 ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„51. სამსახურის კორდინაციას ახორციელებს, სამინისტროს სოფლის მეურნეობის და სურათის დეპარტამენტი“.
2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის საქმიანობის შესახებ“;
|