საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
963
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2013-12-19
გამოქვეყნების თარიღი
2025-03-12
სარეგისტრაციო კოდი
010210040.08.002.016900
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №963

2013 წლის 19 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ

1. საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებების განხორციელების ორგანიზების მიზნით, დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანდართული დებულება.
საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 17 დეკემბრის ბრძანებულება №522 - ვებგვერდი, 21.12.2018წ.
2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუ­ხ­ლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულება.
3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2013 წლის 20 დეკემბრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი




საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დებულება

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია (შემდეგში – ადმინისტრაცია) არის საქართველოს პრეზიდენტისათვის საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელების ხელშემწყობი და მაორგანიზებელი ორგანო.

2. ადმინისტრაცია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და საქართველოს პრეზიდენტის სხვა სამართლებრივი აქტებით.

3. ადმინისტრაციის სტრუქტურასა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.

4. ადმინისტრაციას აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, საკუთარი ბლანკი და ანგარიში ხაზინაში.

5. ადმინისტრაციის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, ათონელის ქ. №25, საფოსტო ინდექსი – 0108.

საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 17 დეკემბრის ბრძანებულება №522 - ვებგვერდი, 21.12.2018წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 14 თებერვლის ბრძანებულება №84 - ვებგვერდი, 15.02.2019წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2025 წლის 12 მარტის ბრძანებულება №61 - ვებგვერდი, 12.03.2025წ. 

მუხლი 2. ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

საქართველოს პრეზიდენტის საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელების ხელშეწყობისა და ორგანიზების მიზნით ადმინისტრაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:

ა) საქართველოს პრეზიდენტის ურთიერთობის კოორდინაციას საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს მთავრობასა და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებსა და სხვა ინსტიტუტებთან;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის ინფორმირებას ქვეყნის საშინაო და საგარეო მდგომარეობის შესახებ;

გ) საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზას და/ან მომზადებას;

დ) საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობის ინფორმაციულ-ანალიტიკურ უზრუნველყოფას;

ე) საქართველოს პრეზიდენტისათვის საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული საკადრო გადაწყვეტილებების მიღებაში ხელშეწყობას;

ე 1) ადმინისტრაციაში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი პოლიტიკის განხორციელებას;

ვ) საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ საპროტოკოლო ღონისძიებათა განხორციელებასა და კოორდინაციას;

ზ) ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე  საქართველოს პარლამენტში წარსადგენად საქართველოს პრეზიდენტის მოხსენების პროექტის მომზადებას;

ზ1)  ეროვნული თავდაცვის საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;

თ) საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოებში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლობას;

ი) (ამოღებულია - 12.03.2025, №61);

კ) მასალის მომზადებას მოქალაქეობის, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების, საქართველოს სახელმწიფო პრემიების, უმაღლესი სამხედრო, სპეციალური და საპატიო წოდებების, უმაღლესი დიპლომატიური რანგების მინიჭების, მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ, აგრეთვე მთავრობის წარდგინებითა და პარლამენტის თანხმობით, ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობის შეჩერებისა და დათხოვნის შესახებ;

ლ) (ამოღებულია - 12.03.2025, №61);

მ) (ამოღებულია - 14.03.2019, №131);

ნ) (ამოღებულია - 12.03.2025, №61);

ო) საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებისა და დავალებების შესრულების მონიტორინგს;

პ) კანონმდებლობით საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას მიკუთვნებული სხვა საკითხების რეგულირების ხელშეწყობას.

საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 2 აპრილის ბრძანებულება №129 - ვებგვერდი, 02.04.2014წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 17 დეკემბრის ბრძანებულება №522 - ვებგვერდი, 21.12.2018წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 14 მარტის ბრძანებულება №131 - ვებგვერდი, 15.03.2019წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2025 წლის 12 მარტის ბრძანებულება №61 - ვებგვერდი, 12.03.2025წ. 

მუხლი 3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა

1. ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობას უძღვება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

3. საქართველოს პრეზიდენტი:

ა) ახორციელებს ადმინისტრაციის ზოგად ხელმძღვანელობას;

ბ)  ამტკიცებს ადმინისტრაციის საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს, წყვეტს სახელფასო დანამატის გაცემის საკითხს;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის პროფესიულ საჯარო მოხელეებს, ანიჭებს მოხელის კლასებს, დებს ადმინისტრაციულ და შრომით ხელშეკრულებებს ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეებთან; 

დ) (ამოღებულია - 30.01.2018, №25);

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით ნიშნავს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეს;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგენს დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს თითოეული თანამდებობის სპეციფიკისა და ამ თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის შინაარსის გათვალისწინებით;

ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმნის დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელ კომისიას,  წყვეტს ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების საკითხს;

თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს ადმინისტრაციის მოხელეთა შეფასების მეთოდს, ასევე დოკუმენტური მასალის შეფასებისა და გასაუბრების წესს;

ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს საჯარო დაწესებულებაში შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაოსა და ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს საქმიანობის ანაზღაურების წესს.

4. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებები დელეგირების უფლებით გადასცეს მის მიერ განსაზღვრულ პირებს.

5. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს ადმინისტრაციის საქმიანობას და უზრუნველყოფს ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაციას;

ა1) ამტკიცებს ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და ოფიციალურ მიღებებში, ასევე იღებს საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალურ დელეგაციებს;

გ) ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტაციას; მესამე პირებთან, მათ შორის, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას გამოდის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელით;

დ) განკარგავს ადმინისტრაციის ფინანსურ სახსრებს;

ე) ახორციელებს ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას.

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს კანონმდებლობითა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

6. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებები დელეგირების უფლებით გადასცეს მის მიერ განსაზღვრულ პირებს.

7. ადმინისტრაციის უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ხოლო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის არყოფნისას, ადმინისტრაციის უფროსის დავალებით – ადმინისტრაციის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 4 ნოემბრის ბრძანებულება №348 - ვებგვერდი, 04.11.2015წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 5 აპრილის ბრძანებულება №80 - ვებგვერდი, 05.04.2016წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 10 მაისის ბრძანებულება №112 - ვებგვერდი, 10.05.2016წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 21 ივნისის ბრძანებულება №167 - ვებგვერდი, 21.06.2017წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის ბრძანებულება №169 - ვებგვერდი, 22.06.2017წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 24 ივლისის ბრძანებულება №207 - ვებგვერდი, 24.07.2017წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 27 ივლისის ბრძანებულება №209 - ვებგვერდი, 27.07.2017წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 30 იანვრის ბრძანებულება №25 - ვებგვერდი, 30.01.2018წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 4 ივნისის ბრძანებულება №221 - ვებგვერდი, 05.06.2018წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2025 წლის 12 მარტის ბრძანებულება №61 - ვებგვერდი, 12.03.2025წ. 
 
მუხლი 31. (ამოღებულია)

საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 23 სექტემბრის ბრძანებულება №442 - ვებგვერდი, 23.09.2019წ.

საქართველოს პრეზიდენტის 2025 წლის 12 მარტის ბრძანებულება №61 - ვებგვერდი, 12.03.2025წ. 

 

მუხლი 4. ადმინისტრაციის სტრუქტურა

1. ადმინისტრაციის პირველადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური;

ბ) საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის სამსახური;

გ) მოქალაქეობის, დაჯილდოებისა და შეწყალების სამსახური;

დ) იურიდიული სამსახური;

ე) კორესპონდენციის მართვისა და მოქალაქეებთან ურთიერთობის სამსახური;

ვ) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;

ზ) საფინანსო სამსახური;

თ) ლოგისტიკისა და შესყიდვების სამსახური.

2. ადმინისტრაციის სტრუქტურულ ერთეულში ქვედანაყოფის სახით შეიძლება შეიქმნას მეორადი სტრუქტურული ერთეული – განყოფილება.

საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 4 ნოემბრის ბრძანებულება №348 - ვებგვერდი, 04.11.2015წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 8 დეკემბრის ბრძანებულება №379 - ვებგვერდი, 08.12.2015წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 10 მაისის ბრძანებულება №112 - ვებგვერდი, 10.05.2016წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის ბრძანებულება №169 - ვებგვერდი, 22.06.2017წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 24 ივლისის ბრძანებულება №207 - ვებგვერდი, 24.07.2017წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 14 მარტის ბრძანებულება №131 - ვებგვერდი, 15.03.2019წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 23 სექტემბრის ბრძანებულება №442 - ვებგვერდი, 23.09.2019წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 13 ოქტომბრის ბრძანებულება №294  - ვებგვერდი, 13.10.2020წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 23 დეკემბრის ბრძანებულება №403  - ვებგვერდი, 23.12.2020წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 თებერვლის ბრძანებულება №40 - ვებგვერდი, 15.02.2024წ. 
საქართველოს პრეზიდენტის 2025 წლის 12 მარტის ბრძანებულება №61 - ვებგვერდი, 12.03.2025წ. 

მუხლი 5. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები

1. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ფუნქციებია:

ა) საზოგადოებისათვის საქართველოს პრეზიდენტის მისიისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის ღონისძიებების საინფორმაციო საშუალებებით გაშუქების უზრუნველყოფა;

გ) საქართველოს პრეზიდენტის შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის მონიტორინგი და ანალიზი;

დ) სხვადასხვა ფორმატისა და შინაარსის ღონისძიებების ორგანიზება და განხორციელება;

ე) საქართველოს პრეზიდენტის ვებგვერდისა და სოციალურ ქსელში არსებული გვერდების მართვა;

ვ) ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

2. საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის სამსახურის ფუნქციებია:

ა) საქართველოს პრეზიდენტის მიერ საერთაშორისო ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობა და მათი უწყვეტობის უზრუნველყოფა;

ბ) საზღვარგარეთ საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო, ოფიციალური, სამუშაო და გავლითი ვიზიტების ორგანიზება და საპროტოკოლო უზრუნველყოფა;

გ) საქართველოს პრეზიდენტისათვის საქართველოში და საზღვარგარეთ უცხოელ ოფიციალურ პირებთან გასამართ შეხვედრებზე განსახილველი თემებისა და საინფორმაციო მასალის მომზადება;

დ) საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურების საქართველოში სახელმწიფო, ოფიციალური, სამუშაო და გავლითი ვიზიტების ორგანიზება და საპროტოკოლო უზრუნველყოფა;

ე) საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსულ დელეგაციათა და ცალკეულ პირთა მიღების საპროტოკოლო უზრუნველყოფა მოთხოვნის შესაბამისად;

ვ) საქართველოს პრეზიდენტის სხვადასხვა შიდასახელმწიფოებრივი ღონისძიების საპროტოკოლო მომსახურება;

ზ) ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

3. მოქალაქეობის, დაჯილდოებისა და შეწყალების სამსახურის ფუნქციებია:

ა) საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების/შეწყვეტის/შენარჩუნების საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა, საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენა;

ბ) საქართველოს საპატიო მოქალაქეობის მინიჭების/შეწყვეტის საკითხების განხილვა/პროცედურის წარმოება;

გ) შეწყალების საქმის მომზადება და საქართველოს პრეზიდენტისათვის განსახილველად წარდგენა „შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული წესის შესაბამისად;

დ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკუთარი დისკრეციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შეწყალების საკითხების განხილვა/პროცედურის წარმოება;

ე) საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი დაჯილდოების საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა, საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენა;

ვ) საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი დაჯილდოების საკითხების განხილვა/პროცედურის წარმოება;

ზ) საქართველოს სახელმწიფო პრემიების საკითხებთან დაკავშირებით შემოსული მასალის შესაბამისი კომისიის სხდომაზე წარსადგენად მომზადება;

თ) საქართველოს საპატიო მოქალაქეობის, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოს/საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატის დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სხვა ატრიბუტიკის გადასაცემად მომზადების უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში;

ი) მოთხოვნის შესაბამისად, დაკარგული/დაზიანებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოს/შესაბამისი მოწმობის დუბლიკატის გაცემა;

კ) საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;

ლ) განცხადებების/წერილების განხილვა კომპეტენციის ფარგლებში;

მ) ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება. 

4. იურიდიული სამსახურის ფუნქციებია:

ა) საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა და/ან მომზადება;

გ) საქართველოს პრეზიდენტის საქართველოს მთავრობასთან, საქართველოს პარლამენტსა და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან ადმინისტრაციული და სამართლებრივი ურთიერთობის უზრუნველყოფა;

დ) საქართველოს პრეზიდენტისათვის საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო აქტების ხელმოსაწერად წარდგენისათვის მომზადების უზრუნველყოფა და საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისათვის წარდგენა;

ე) საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების საქართველოს მთავრობისაგან თანხმობის მისაღებად ან პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერისათვის წარსადგენად მომზადების უზრუნველყოფა და საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისათვის წარდგენა;

ვ) საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საქართველოს პარლამენტში რატიფიკაციისა და პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერისათვის საქართველოს მთავრობაში წარსადგენად მომზადების უზრუნველყოფა და საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისათვის წარდგენა;

ზ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში საქართველოს პრეზიდენტის/საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;

თ) ადმინისტრაციის უფროსისა და საპარლამენტო მდივნის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ი) ადმინისტრაციის მიერ გასაცემი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;

კ) კომპეტენციის ფარგლებში განცხადებებსა და წერილებზე რეაგირება, ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა;

ლ) ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

41. კორესპონდენციის მართვისა და მოქალაქეებთან ურთიერთობის სამსახურის ფუნქციებია:

ა) საქმისწარმოების ორგანიზება; ადმინისტრაციაში ელექტრონული საქმისწარმოების უზრუნველყოფა;

ბ) ადმინისტრაციაში მომზადებული დოკუმენტების პროექტების რედაქტირება და ხელმოსაწერად მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;

გ) ადმინისტრაციაში მომზადებული სამართლებრივი აქტების რეესტრების წარმოება, ადრესატებისათვის დაგზავნა და შესაბამისი ელექტრონული საძიებო სისტემის განახლების უზრუნველყოფა;

დ) საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნების, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ე) (ამოღებულია - 12.03.2025, №61);

ვ) ადმინისტრაციაში შემოსული კორესპონდენციის რეგისტრირება, კომპეტენციის განსაზღვრა და შესაბამისი ადრესატისათვის მიწოდება;

ზ) ადმინისტრაციაში შემოსული მოქალაქეთა წერილებისა და განცხადებების მიღება, რეგისტრირება, კომპეტენციის ფარგლებში განხილვა, ანალიზი, მათში დასმული პრობლემების განზოგადება და ადმინისტრაციის ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი დასკვნების წარდგენა, ასევე სტატისტიკური და თემატური ანალიზის მომზადება;

თ) ადმინისტრაციიდან გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია და ადრესატებისათვის დაგზავნა;

ი) ადმინისტრაციიდან გაგზავნილ წერილებში დასმული პრობლემების განხილვისა და მათზე დროული რეაგირების მიზნით, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სხვა დაწესებულებებთან თანამშრომლობა;

კ) მოქალაქეთა მისაღებისა და ცხელი ხაზის ფუნქციონირების უზრუნველყოფა, შესაბამისი სტატისტიკური და თემატური ანალიზის მომზადება;

ლ) ადმინისტრაციის არქივის წარმოება;

მ) (ამოღებულია - 12.03.2025, №61);

ნ) ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

5. ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ფუნქციებია:

ა) ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობა და დაგეგმვა;

ბ) (ამოღებულია - 12.03.2025, №61);

გ) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამართული კონკურსების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების (დანიშვნა, გადაყვანა, გათავისუფლება, შვებულება, მივლინება, წახალისება და სხვ.), ასევე ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;

ე) საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ თანამდებობებზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ პირთა წარდგენის, დანიშვნისა და გათავისუფლების, ასევე უმაღლესი დიპლომატიური რანგის მინიჭებასთან დაკავშირებით დოკუმენტაციის მომზადება და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში კონკურსების ორგანიზება;

ვ) ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით, ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებისა და სამუშაო ანალიზის საფუძველზე, სამუშაო აღწერილობების განსაზღვრა, ასევე, კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის ხელშეწყობა;

ზ) ადმინისტრაციის მოხელეთა შეფასების პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

თ) ადმინისტრაციის მოხელეთა პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების, პროფესიული განვითარებისათვის საჭირო წინადადებების შემუშავება და შესაბამისი ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;

ი) ადმინისტრაციის თანამშრომელთა პირადი საქმეებისა და სხვა დოკუმენტაციის მართვა, შესაბამისი ინფორმაციის ასახვა საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში;

კ) ადმინისტრაციის შინაგანაწესის შემუშავება, მისი შესრულების მონიტორინგი და დაცვის უზრუნველყოფა;

ლ) შიდაორგანიზაციული კომუნიკაციის განვითარების ხელშეწყობა;

მ) ადმინისტრაციაში სტაჟირების ორგანიზებისა და განხორციელების ხელშეწყობა;

ნ) (ამოღებულია - 12.03.2025, №61);

ო) ადმინისტრაციის მიერ გასაცემი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;

პ) ადმინისტრაციაში შემოსული განცხადებებისა და წერილების განხილვა კომპეტენციის ფარგლებში;

პ​1) საიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზება; მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა; NATO-ს კლასიფიცირებული ინფორმაციის ქვერეგისტრის ფუნქციონირების წარმართვა;

ჟ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

რ) ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

6. საფინანსო სამსახურის ფუნქციებია:

ა) ადმინისტრაციისათვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) ადმინისტრაციის ყოველწლიური ბიუჯეტის პროექტის მომზადების უზრუნველყოფა;

გ) ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა და ანგარიშგების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) წლიური საბიუჯეტო კანონით ადმინისტრაციისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ათვისების შესახებ ინფორმაციის მომზადება ადმინისტრაციის უფროსის დავალების შესაბამისად;

ე) ადმინისტრაციის მიერ გასაცემი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;

ვ) ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

7. (ამოღებულია - 12.03.2025, №61).

8. ლოგისტიკისა და შესყიდვების სამსახურის ფუნქციებია:

ა) ადმინისტრაციის ფუნქციონირების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ბ) ადმინისტრაციული შენობის მიმდინარე და კაპიტალური შეკეთებისა და მასთან დაკავშირებული საპროექტო სამუშაოების, აგრეთვე საინჟინრო კომუნიკაციების, ტექნოლოგიური და სპეციალური დანიშნულების მოწყობილობების გამართული მუშაობის უზრუნველყოფის ზედამხედველობა კომპეტენციის ფარგლებში;

გ) ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული აქტივების კანონმდებლობით დადგენილი წესით აღრიცხვა, მართვა და ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული ავტოტრანსპორტის მართვა და ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;

ე) ადმინისტრაციაში დაგეგმილი ღონისძიებების ტექნიკური მხარდაჭერა კომპეტენციის ფარგლებში;

ვ) სტრუქტურული ერთეულების მოთხოვნის საფუძველზე, სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმისა და მასში ცვლილების პროექტების მომზადება და დადგენილი წესით დასამტკიცებლად წარდგენა;

ზ) სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

თ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებისა და მასში ცვლილების პროექტების მომზადება;

ი) სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ინფორმაციის წარდგენა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

კ) ადმინისტრაციის მიერ გასაცემი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;

ლ) ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 4 ნოემბრის ბრძანებულება №348 - ვებგვერდი, 04.11.2015წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 8 დეკემბრის ბრძანებულება №379 - ვებგვერდი, 08.12.2015წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 7 ივნისის ბრძანებულება №139 - ვებგვერდი, 07.06.2016წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის ბრძანებულება №169 - ვებგვერდი, 22.06.2017წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 30 იანვრის ბრძანებულება №25 - ვებგვერდი, 30.01.2018წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 17 დეკემბრის ბრძანებულება №522 - ვებგვერდი, 21.12.2018წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 14 მარტის ბრძანებულება №131 - ვებგვერდი, 15.03.2019წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 23 სექტემბრის ბრძანებულება №442 - ვებგვერდი, 23.09.2019წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 3 დეკემბრის ბრძანებულება №565 - ვებგვერდი, 03.12.2019წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 3 იანვრის ბრძანებულება №1 - ვებგვერდი, 03.01.2020წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 13 ოქტომბრის ბრძანებულება №294  - ვებგვერდი, 13.10.2020წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 23 დეკემბრის ბრძანებულება №403  - ვებგვერდი, 23.12.2020წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 თებერვლის ბრძანებულება №40 - ვებგვერდი, 15.02.2024წ. 
საქართველოს პრეზიდენტის 2025 წლის 12 მარტის ბრძანებულება №61 - ვებგვერდი, 12.03.2025წ. 

მუხლი 6. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

1. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:

ა) ხელმძღვანელობს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია დაკისრებული მოვალეობების ჯეროვანი შესრულებისათვის;

ბ)   (ა მოღებულია - 22.06.2017, №169); 

გ)    (ამოღებულია - 22.06.2017, №169); 

დ) ხელს აწერს სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციაში შემავალ სამსახურებრივ დოკუმენტაციას;

ე) უნაწილებს სამსახურებრივ კორესპონდენციას დაქვემდებარებულ თანამშრომლებს და უზრუნველყოფს შესრულების კონტროლს;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციაში შემავალი საკითხების თაობაზე მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია და/ან დოკუმენტაცია;

ვ1) ახორციელებს უშუალოდ დაქვემდებარებული მოხელის შეფასებას კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ზ) წარადგენს თანამშრომელთა კანდიდატურებს მათი წახალისების ან მათთვის დისციპლინური სახდელის შეფარდების მიზნით;

თ) ახორციელებს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

2. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს სტრუქტურული ერთეულის დებულებით განსაზღვრული ერთ-ერთი მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, ხოლო მეორადი სტრუქტურული ერთეულის არარსებობისას – ხელმძღვანელის ფუნქციების დროებით შესრულება შეიძლება დაევალოს ამავე სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებულ მოხელეს.

3. ადმინისტრაციის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესაძლებელია სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის უფლებამოსილებები დელეგირების უფლებით გადაეცეს მის მიერ განსაზღვრულ პირს.

საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 7 ივნისის ბრძანებულება №139 - ვებგვერდი, 07.06.2016წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის ბრძანებულება №169 - ვებგვერდი, 22.06.2017წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 30 იანვრის ბრძანებულება №25 - ვებგვერდი, 30.01.2018წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 18 თებერვლის ბრძანებულება №52 - ვებგვერდი, 18.02.2020წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 თებერვლის ბრძანებულება №40 - ვებგვერდი, 15.02.2024წ. 
საქართველოს პრეზიდენტის 2025 წლის 12 მარტის ბრძანებულება №61 - ვებგვერდი, 12.03.2025წ. 

მუხლი 7. ადმინისტრაციის თანამშრომლები

ადმინისტრაციის თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მათზე დაკისრებული ამოცანების შესრულებას.

მუხლი 8. კომისიები და საბჭოები

1. ცალკეული საკითხების შესწავლისა და საქართველოს პრეზიდენტისათვის შესაბამისი რეკომენდაციებისა და დასკვნების წარდგენის მიზნით საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია შექმნას კომისიები და საბჭოები.
2. კომისიებისა და საბჭოების შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.

3.  (ა მოღებულია - 22.06.2017, №169);

საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის ბრძანებულება №169 - ვებგვერდი, 22.06.2017წ.

 


კრებსითი — სრული ვერსია