„თვითმმართველი ერთეულის – ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 5 აგვისტოს №22 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 110811010, 16/08/2011, სარეგისტრაციო კოდი: 040110030.35.162.016046) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების „თვითმმართველი ერთეულის – ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ (დანართი №1) მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. ნასყიდობის ფასის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი გასცემს ვალდებულების სრულად ან ნაწილობრივ შესრულების დადასტურებას წერილობითი ფორმით, რაც საჯარო რეესტრში შესაბამისი რეგისტრაციის საფუძველია.“.
|