,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 ნოემბრის №45 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 02/12/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.162.016205) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურების ოდენობა განისაზღვროს თვეში 140 (ას ორმოცი) ლარის ოდენობით. გაწეული საქმიანობის შესაბამისად, საკრებულოს წევრს აუნაზღაურდება დამატებითი ხარჯებიც.“.
|