„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
დოკუმენტის ნომერი
66314
მიმღები ორგანო
შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი
2013-12-17
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-20
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.016260
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

შემოსავლების სამსახურის

ბრძანება №6631 4

2013 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ” ქვეპუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

 

 1. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ინსტრუქციის“ (დანართი №1):

ა) მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საჭიროების შემთხვევაში, დათვალიერების თაობაზე გადაწყვეტილებას, საბაჟო დეკლარაციის წითელ დერეფანში გადაყვანის ფორმით, იღებს: საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ან მისი მოადგილე, გაფორმების სამმართველოს უფროსი ან მისი მოადგილე, ინფორმაციის დამუშავების, გაცვლის და რისკების მართვის სამმართველოს უფროსი ან მისი მოადგილე, გეზ-ის უფროსი ან მისი მოადგილე, გეზ-ის შესაბამისი სამმართველოს ან განყოფილების უფროსი, საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსი ან მისი მოადგილე ან ცვლის უფროსი.“;

ბ) 22-ე მუხლის:

ბ.ა) მე-16 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 პუნქტი:

„161. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტი გასცემს „ექსპერტის დასკვნა − ფორმა №1“-ს (დანართი №III- 04) მხოლოდ ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვებისა და ძვირფასქვიანი საიუველირო ნაკეთობების საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნით ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზის შედეგებზე;“;

ბ.ბ) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 17. ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებულ „ექსპერტის დასკვნა − ფორმა №1“-სა და „ექსპერტის დასკვნა − ფორმა №2“-ს  ხელს აწერს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სატარიფო და არასატარიფო კონტროლის სამმართველოს ექსპერტი, რომელიც ატარებს შესაბამის სასაქონლო ექსპერტიზას, ან საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი , რომელსაც დასკვნის გასაცემად გააჩნია სპეციალური ცოდნა.“ ;

გ) დანართი №III–04 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.  

2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე .

სამსახურის უფროსი   ლ.ხუციშვილი

 

      

დანართი № III–04   

                                           

 თარიღი: --/--/-----

 

-----------------------------------------------

(სტრუქტურული ერთეული)

-------------------------------------------------------------

 

ექსპერტის დასკვნა № 001/001

----------------------------------------- შესახებ

(ფორმა №1)

      

დამნიშნავი

 

სახელი

გვარი

 

თანამდებობა 

წარმოდგენილი დოკუმენტების ან/და გამოსაკვლევი საქონლის ჩამონათვალი

 

 

შემსრულებელი

 

 

სახელი

 

გვარი

 

სამუშაო ადგილი და თანამდებობა;

 

 

თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ბრძანების ან/და შესაბამისი სერტიფიკატის ნომერი

 

ექსპერტის წინაშე დასმული კითხვები

 

 

ექსპერტიზის ჩატარების ადგილი

 

 

განმარტება ექსპერტიზის შედეგებზე

(ექსპერტის მიერ მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგები. არსებობის შემთხვევაში მიეთითება საქონლის შეფასების დანართები (დანართის N, გვერდების რაოდენობა).

 

ექსპერტის ხელმოწერა:

 

 

კრებსითი — სრული ვერსია