„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
დოკუმენტის ნომერი
66313
მიმღები ორგანო
შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი
2013-12-17
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-20
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.016259
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

შემოსავლების სამსახურის

ბრძანება №66313

2013 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №12) მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ1“ ქვეპუნქტი:

„ჟ1) სასაქონლო ექსპერტიზის განხორციელება კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვებისა და ძვირფასი ლითონისაგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობების (მათ შორის ძვირფასქვიანი) საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნით;“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის უფროსი   ლ.ხუციშვილი

კრებსითი — სრული ვერსია