საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №402
1996 წლის 21 ივნისი
ქ. თბილისი
ლ. მენაბდის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ხანგრძლივი ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისათვის თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი ლევან მენაბდე დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე