|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
|
| მუხლი 1 |
საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფისა და „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის კოორდინაციის მიზნით ჩამოყალიბდეს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ერთობლივი ოპერაციების მართვის ცენტრი.
|
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ერთობლივი ოპერაციების მართვის ცენტრის თანდართული დებულება.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.
|
|
საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ერთობლივი ოპერაციების მართვის ცენტრის დებულება
|
1. ეს დებულება განსაზღვრავს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის (შემდგომში – ერთობლივი მართვის ცენტრი) შექმნის წესს, ამოცანებს, ფუნქციებს, შემადგენლობასა და საქმიანობის ორგანიზებას. 2. ერთობლივი მართვის ცენტრი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საერთაშორისო საზღვაო სამართლის შესახებ გაეროს კონვენციით (1982), ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენციით (1974, შესწორებული), ზღვაზე ძებნისა და გადარჩენის შესახებ საერთაშორისო კონვენციით (1979), საზღვაო ნაოსნობის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული არაკანონიერი აქტების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საერთაშორისო კონვენციით (1988), ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საერთაშორისო კონვენციით (1988), გემების ბალასტური წყლის და დანალექების კონტროლისა და მართვის შესახებ საერთაშორისო კონვენციით (2004), მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ საერთაშორისო კონვენციით (1978), ნავთობით გაჭუჭყიანებისაგან მიყენებული ზარალისათვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ საერთაშორისო კონვენციით (1969, შესწორებული), ხომალდებიდან გაჭუჭყიანების აღკვეთის შესახებ საერთაშორისო კონვენციით, (MARPOL) (1973, შესწორებული), მოძრავი სატელიტური კავშირის საერთაშორისო ორგანიზაციის შესახებ საერთაშორისო კონვენციით (1976), „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“, „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“, „პოლიციის შესახებ“, „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“, „საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“, „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 დეკემბრის დადგენილება №601 - ვებგვერდი, 02.12.2015წ. მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ერთობლივი საზღვაო ოპერაციები – საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, მიმდებარე ზონაში, ტერიტორიულ ზღვაზე, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, მათ საჰაერო სივრცეში, კონტინენტურ შელფზე, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების მიერ საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების, საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განხორციელებული ერთობლივი ღონისძიებები, საქართველოს საზღვაო სივრცეში არსებული სიტუაციის შესახებ ერთიანი ოპერაციული სურათის შექმნის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა პრევენციის, გამოვლენისა და აღმოფხვრის, ასევე ძებნა-გადარჩენის ოპერაციების ჩატარების, ზღვის გარემოს დაცვის, ბუნებრივ და სტიქიურ უბედურებასთან ბრძოლის, კარანტინის მიზნით; ბ) საზღვაო ინციდენტი – გემის ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ან ექსპლუატაციასთან დაკავშირებული არასასურველი საზღვაო მოვლენა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ხანძარი გემზე, გემის აფეთქება, მეჩეჩზე დაჯდომა, შეჯახება, გემის კორპუსის გაბზარვა, გემის კონსტრუქციული დაზიანება (ნახვრეტი გემის კორპუსის წყალქვეშა ნაწილში, მთავარი ძრავის მწყობრიდან გამოსვლა, გემზე არსებული საცხოვრებელი სადგომების მნიშვნელოვანი დაზიანება), გარემოს დაბინძურება, საზღვაო ინფრასტრუქტურის დაზიანება, გემის მართვადობის დაკარგვა, გემზე მყოფ ადამიანთა სიკვდილი, ჯანმრთელობის დაზიანება ან გემიდან გაუჩინარება, გემის დაღუპვა, უგზო-უკვლოდ დაკარგვა და ა. შ.; გ) საზღვაო ვითარების გაცნობიერებულობა – საზღვაო სივრცესა და საზღვაო საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის შესახებ ინფორმირებულობა, რამაც შესაძლებელია ზეგავლენა იქონიოს ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ეკონომიკაზე ან ბუნებრივ გარემოზე; დ) ერთიანი ოპერაციული სურათი – ზღვაზე არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის უზრუნველსაყოფად ერთობლივი დაგეგმვისათვის საჭირო ინფორმაციის ინტეგრირებული გამოსახულება; ე) მონაწილე უწყებები – ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უწყებები. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 დეკემბრის დადგენილება №601 - ვებგვერდი, 02.12.2015წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 ივნისის დადგენილება №290 - ვებგვერდი, 01.07.2016წ. მუხლი 3. ერთობლივი მართვის ცენტრის სტატუსი 1. ერთობლივი მართვის ცენტრი არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის (შემდგომში – სასაზღვრო პოლიცია) ბაზაზე ჩამოყალიბებული მართვის, კონტროლის, კომუნიკაციების, ზღვაზე დაკვირვების სენსორული ტექნოლოგიების, მონაცემთა ელექტრონული ბაზებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის ერთობლიობა. 11. მშვიდობიან პერიოდში, როდესაც არ არსებობს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებები, ერთობლივი მართვის ცენტრის საქმიანობას წარმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხოლო საოპერაციო დონეზე მის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული. 2. კრიზისული სიტუაციების დროს ერთობლივი მართვის ცენტრის საქმიანობას ხელმძღვანელობს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრი. 3. საომარი მდგომარეობის დროს ერთობლივი მართვის ცენტრი გადადის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიულ დაქვემდებარებაში. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 დეკემბრის დადგენილება №601 - ვებგვერდი, 02.12.2015წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 ივნისის დადგენილება №290 - ვებგვერდი, 01.07.2016წ. მუხლი 4. ერთობლივი მართვის ცენტრის ამოცანები ერთობლივი მართვის ცენტრის ამოცანებია: ა) საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის, საფრთხეების პრევენციის, გამოვლენისა და მათზე რეაგირების, ასევე პასუხისმგებელი კომპეტენტური ორგანოების ეფექტიანი თანამშრომლობის, ურთიერთქმედების, ინფორმაციის გაცვლის სისტემის შექმნა, რომელიც გამორიცხავს ამოცანების შესრულებისა და გადაწყვეტილების მიღების დუბლირებას, მშვიდობიან დროსა და კრიზისულ სიტუაციებში უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტების შეთანხმებულ მოქმედებასა და სახელმწიფო რესურსების ოპტიმალურად გამოყენებას; ბ) საქართველოს საზღვაო სივრცეში რეალურ დროში საზღვაო ვითარების გაცნობიერებულობის ერთიანი სისტემის შექმნა; გ) მონაწილე უწყებათა მიერ განხორციელებული ერთობლივი საზღვაო ოპერაციების ხელშეწყობა; დ) ზღვაზე განსაცდელში მყოფი ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის, საქართველოს საზღვაო სივრცეში გარემოს დაცვისა და ხომალდების, ტვირთების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განხორციელებული საქმიანობის ხელშეწყობა; ე) საქართველოს საზღვაო სივრცეში მოსალოდნელი საფრთხეებისა და გამოწვევების უწყვეტ რეჟიმში დროული გამოვლენის/იდენტიფიკაციის, შეტყობინების, შეფასების, ანალიზისა და რეაგირების უწყებათშორისი მექანიზმის ჩამოყალიბება. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 დეკემბრის დადგენილება №601 - ვებგვერდი, 02.12.2015წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 ივნისის დადგენილება №290 - ვებგვერდი, 01.07.2016წ. მუხლი 5. ერთობლივი მართვის ცენტრის ფუნქციები ერთობლივი მართვის ცენტრის ფუნქციებია: ა) 24-საათიანი უწყვეტი ოპერატიული მზადყოფნისა და რეაგირების კოორდინაციის უზრუნველყოფა; ბ) საქართველოს საზღვაო სივრცეში, საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და საქართველოს საზღვაო ტერმინალებში მონაწილე უწყებების მიერ კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით ერთობლივი საზღვაო ოპერაციების კოორდინაცია და მართვა; გ) საქართველოს საზღვაო სივრცეში, საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და საქართველოს საზღვაო ტერმინალებში არსებული საფრთხეების, გამოწვევებისა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებების პრევენცია, გამოვლენა, იდენტიფიკაცია და შეფასება; დ) საქართველოს საზღვაო სივრცეში კრიზისულ სიტუაციებთან დაკავშირებით ერთობლივი რეაგირების გეგმების შემუშავება და განხორციელება; ე) ზღვაზე ძებნისა და გადარჩენის ოპერაციების ხელშეწყობა; ვ) სასაზღვრო გამტარი პუნქტების (საბაჟო კონტროლის) გვერდის ავლით პირების, საქონლის და/ან სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მარშრუტებისა და სქემების გამოვლენა; ზ) საქართველოს საზღვაო სივრცეში, საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და საქართველოს საზღვაო ტერმინალებში არსებული ვითარებისა და მისი შესაძლო განვითარების შესწავლა, ტენდენციებისა და ანომალიების გამოვლენა და მიღებული ინფორმაციის ანალიზი; თ) მონაწილე უწყებათა რესურსების ოპტიმალურად თავსებადობის/გამოყენების, ასევე საკომუნიკაციო და სხვა საშუალებათა, მათ შორის, მონაცემთა ელექტრონული ბაზების გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; ი) საქართველოს მთავრობის ინფორმირების მიზნით, დადგენილი წესით, საქართველოს საზღვაო სივრცეში, საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და საქართველოს საზღვაო ტერმინალებში მნიშვნელოვანი საფრთხის, ანომალიის ან ნებისმიერი სხვა საყურადღებო პრობლემის ან/და საზღვაო ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მომზადება და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში გაგზავნა; კ) საფრთხეების გამოვლენის, შეტყობინების პროცესის წარმართვის, საქმიანობის კოორდინაციისა და რეაგირების საკითხებზე მონაწილე უწყებებთან ერთობლივი სწავლებების ჩატარება წელიწადში არანაკლებ ორჯერ და სწავლების შედეგების შესახებ მონაწილე უწყებათა ხელმძღვანელებისა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატისათვის ინფორმაციის მიწოდება; ლ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელობით თავდაცვითი საზღვაო სწავლებების, წვრთნებისა და ვარჯიშების ჩატარება წელიწადში არანაკლებ ორჯერ (ზამთრისა და ზაფხულის პერიოდში); მ) ერთობლივი მართვის ცენტრის საქმიანობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის შედგენა და მონაწილე უწყებათა ხელმძღვანელებისა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატისათვის წარდგენა; ნ) შავი ზღვის ქვეყნებსა და საქართველოს სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება, ინფორმაციის გაცვლა, ერთობლივი საზღვაო ოპერაციების ორგანიზებაში მონაწილეობა; ო) არსებული ინფორმაციის დამუშავება, რომელიც დაკავშირებულია ან შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ერთობლივ საზღვაო ოპერაციებთან, საზღვაო ინციდენტთან ან პოტენციურ საფრთხეებთან; პ) ერთობლივი საზღვაო ოპერაციების დაგეგმვისა და შესრულების სტანდარტული საოპერაციო პროცედურების, ერთობლივ სწავლებათა და ზღვაზე კრიზისული სიტუაციების მართვის გეგმების შემუშავება; ჟ) საზღვაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; რ) საქართველოს საზღვაო სივრცეში არსებული ვითარების მონიტორინგი და რეალურ დროში ერთიანი ოპერაციული სურათის შენარჩუნება; ს) საქართველოს საზღვაო სივრცეში არსებული საზღვაო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, გემებისა და მათი ტვირთების, ეკიპაჟების, მგზავრების შესახებ მონაცემთა ინტეგრირებული ელექტრონული ბაზების წარმოება; ტ) პირდაპირი ხმოვანი და ვიზუალური ტელეხიდების დაგეგმვა და განხორციელება, მონაწილე უწყებებისა და კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრისთვის ელექტრონული ფოსტის საშუალებით საკოორდინაციო საქმიანობის ყოველდღიური მოკლე ანგარიშის გაგზავნა; უ) საქართველოს საზღვაო სივრცეში, საქართველოს საზღვაო პორტებსა და საქართველოს საზღვაო ტერმინალებში გამოვლენილ საზღვაო ინციდენტთან დაკავშირებული ერთობლივი ოპერაციების კოორდინირება რეაგირების გეგმის შესამუშავებლად და საჭირო რესურსების დასადგენად. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 დეკემბრის დადგენილება №601 - ვებგვერდი, 02.12.2015წ. მუხლი 6. ერთობლივი მართვის ცენტრის შემადგენლობა 1. ერთობლივი მართვის ცენტრის შემადგენლობაში შედის შემდეგი სახელმწიფო უწყებები: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; გ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო; დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური; ე) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო; ვ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო; ზ) საქართველოს დაზვერვის სამსახური; თ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური; ი) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სამოქალაქო ავიაციის სააგენტო; კ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქაერონავიგაცია“; ლ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური. 2. ერთობლივი მართვის ცენტრის საქმიანობაში მონაწილეობის მიზნით, მონაწილე უწყებები ნიშნავენ მუდმივ წარმომადგენლებს/ ექსპერტებს, რომლებიც რჩებიან შესაბამისი მონაწილე უწყების მოსამსახურეებად და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილნი არიან, მიიღონ გადაწყვეტილება კონკრეტული საზღვაო ინციდენტის ან ერთობლივ საზღვაო ოპერაციებში მონაწილეობის თაობაზე. 3. (ამოღებულია - 30.06.2016, №290). 4. (ამოღებულია - 30.06.2016, №290). საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 დეკემბრის დადგენილება №601 - ვებგვერდი, 02.12.2015წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 ივნისის დადგენილება №290 - ვებგვერდი, 01.07.2016წ. მუხლი 7. საზღვაო უსაფრთხოების უწყებათშორისი საბჭო 1. ერთობლივი მართვის ცენტრის საქმიანობის კოორდინაციის მიზნით, იქმნება საზღვაო უსაფრთხოების უწყებათშორისი საბჭო (შემდგომში – უწყებათშორისი საბჭო), რომლის შემადგენლობაშიც შედიან მონაწილე უწყებათა ხელმძღვანელები ან მათ მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი თანამდებობის პირები. უწყებათშორისი საბჭოს საქმიანობაში მისი წევრების წინადადებით შეიძლება მონაწილეობდნენ ხელისუფლების სხვა ორგანოთა წარმომადგენლებიც. 2. უწყებათშორისი საბჭო არის ერთობლივი მართვის ცენტრის მონაწილე უწყებების მხრიდან მხარდაჭერის არსებითი მექანიზმი, რომელიც ხელს უწყობს ერთობლივი მართვის ცენტრის საქმიანობას, უწყებათშორის თანამშრომლობასა და საზღვაო სივრცეში საქართველოს ინტერესების დაცვას. 3. უწყებათშორისი საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის განკარგულებით. 4. უწყებათშორისი საბჭო ამ დებულებით გათვალისწინებული ამოცანების ეფექტიანი განხორციელების მიზნით: ა) განსაზღვრავს ერთობლივი მართვის ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და პრიორიტეტებს; ბ) ადგენს უწყებათშორისი საბჭოს მუშაობის რეგლამენტს; გ) ადგენს მონაწილე უწყებების წარმომადგენელთა/ექსპერტთა მიერ ინფორმაციის დამუშავების, მონაწილე უწყებებისაგან ინფორმაციის მიღების, მათთვის გადაცემისა და ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვის წესს; დ) საჭიროების შემთხვევაში, ერთობლივი მართვის ცენტრის მიმართვის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტული უწყებათშორისი ოპერაციების წარმართვასთან დაკავშირებით; ე) განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებებს მონაწილე უწყებების მიერ ერთობლივი მართვის ცენტრისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურისა და რესურსების დროებითი გადაცემის შესახებ, ადგენს ამ რესურსების გადაცემის წესს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ვ) საჭიროების შემთხვევაში, ქმნის უწყებათშორის სამუშაო ჯგუფებს ერთობლივი მართვის ცენტრის საქმიანობის სრულყოფისა და საქართველოს საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში კონკრეტულ საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავების მიზნით. 5. უწყებათაშორისი საბჭოს ხელმძღვანელობას, ასევე მისი საქმიანობის ადმინისტრირებასა და ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. 6. უწყებათშორისი საბჭოს სხდომა იმართება პერიოდულად, არანაკლებ წელიწადში ორჯერ, საჭიროების შემთხვევაში, ერთ-ერთი წევრის მოთხოვნის საფუძველზე. ასევე დასაშვებია საბჭოს სხდომის ვადამდე მოწვევა. 7. უწყებათშორისი საბჭოს სხდომა ფორმდება შესაბამისი ოქმით. სხდომა შეიძლება ჩატარდეს პირდაპირი ხმოვანი და ვიზუალური ტელეხიდით, ასევე გამოკითხვის ფორმით. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 დეკემბრის დადგენილება №601 - ვებგვერდი, 02.12.2015წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 ივნისის დადგენილება №290 - ვებგვერდი, 01.07.2016წ. მუხლი 71. ერთობლივი მართვის ცენტრის ორგანიზაციული მხარდაჭერა 1. ოპერაციულ დონეზე ერთობლივი მართვის ცენტრის ორგანიზაციულ და ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული (შემდგომში – მხარდამჭერი სტრუქტურული ერთეული). 2. მხარდამჭერი სტრუქტურული ერთეული: ა) ხელს უწყობს ერთობლივი მართვის ცენტრისთვის დაკისრებული ამოცანების ეფექტიან და ჯეროვან განხორციელებას, მონაწილე უწყებათა კომუნიკაციას; ბ) ახორციელებს ერთობლივი მართვის ცენტრის საქმიანობის ინფორმაციულ-ანალიტიკურ და ორგანიზაციულ-სამართლებრივ დახმარებას; გ) ახორციელებს ერთობლივი მართვის ცენტრში მონაწილე უწყებებისაგან ინფორმაციის მიღებას, დამუშავებას, მათთვის გადაცემასა და ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვას; დ) ახორციელებს ერთობლივი მართვის ცენტრის საქმისწარმოების უზრუნველყოფას, ახდენს მიღებულ კორესპონდენციაზე დროულ რეაგირებას; ე) კომპეტენციის ფარგლებში, ასრულებს ერთობლივი მართვის ცენტრის ცალკეულ დავალებებს; ვ) ასრულებს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. მხარდამჭერ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც იმავდროულად არის ერთობლივი მართვის ცენტრის უფროსი. მხარდამჭერი სტრუქტურული ერთეულის უფროსი ინიშნება სასაზღვრო პოლიციის უფროსის წარდგინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, 4 წლის ვადით. 4. მხარდამჭერი სტრუქტურული ერთეულის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელიც იმავდროულად არის ერთობლივი მართვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე. მხარდამჭერი სტრუქტურული ერთეულის უფროსის მოადგილე ინიშნება 2 წლის ვადით, სასაზღვრო პოლიციის უფროსის წარდგინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 ივნისის დადგენილება №290 - ვებგვერდი, 01.07.2016წ. მუხლი 8. ერთობლივი მართვის ცენტრის საქმიანობა 1. ერთობლივი მართვის ცენტრი ფუნქციონირებს 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში. 2. მშვიდობიან პერიოდში, ერთობლივი მართვის ცენტრი დღე-ღამის განმავლობაში ახორციელებს მორიგეობას, რომელშიც ჩართულნი არიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის, საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები. სხვა მონაწილე უწყებების სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია მათი წარმომადგენლების ჩართვა სამორიგეო საქმიანობის შესრულებაში. 3. ერთობლივი მართვის ცენტრში მორიგეობის განმახორციელებელი პირის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მონაწილე უწყების უფლებამოსილი თანამდებობის პირი, ერთობლივი მართვის ცენტრის უფროსთან შეთანხმებით. 4. ერთობლივი მართვის ცენტრში მორიგეობის განმახორციელებელი პირის ფუნქციებია: ა) საქართველოს საზღვაო სივრცეში არსებული საზღვაო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, გემებისა და მათი ტვირთების, ეკიპაჟების, მგზავრების შესახებ მონაცემთა ინტეგრირებული ელექტრონული ბაზების წარმოება, ერთიანი ოპერაციული სურათის უზრუნველყოფა, საეჭვო აქტივობის იდენტიფიცირება და ცენტრის ხელმძღვანელობის ინფორმირება; ბ) საქართველოს საზღვაო სივრცეში, საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და საქართველოს საზღვაო ტერმინალებში არსებული ვითარების შესწავლა, ტენდენციებისა და ანომალიების გამოვლენა და მიღებული ინფორმაციის ანალიზი; გ) საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ნავსადგურებში შემომავალ და გამსვლელ გემებთან დაკავშირებული ყოველგვარი დოკუმენტაციის შესწავლა სიზუსტის და სისრულის თვალსაზრისით. 5. ერთობლივი მართვის ცენტრში მონაწილე უწყებების მიერ დანიშნული წარმომადგენლები/ექსპერტები: ა) მშვიდობიან პერიოდში ერთვებიან ერთობლივი მართვის ცენტრის საქმიანობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამუშაო დღის განმავლობაში; ბ) გადადიან მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე: ბ.ა) კრიზისული სიტუაციების დროს – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული სამუშაო გრაფიკის შესაბამისად; ბ.ბ) საომარი მდგომარეობის დროს – საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ განსაზღვრული სამუშაო რეჟიმის შესაბამისად. 6. მონაწილე უწყების წარმომადგენელი/ექსპერტი: ა) ვალდებულია, შეასრულოს ერთობლივი მართვის ცენტრის უფროსის დავალებები, რომლებიც გამომდინარეობს ცენტრის საქმიანობიდან; ბ) ერთობლივი მართვის ცენტრის ყოველდღიური საქმიანობის ან/და ერთობლივი საზღვაო ოპერაციის ჩატარებისას ვალდებულია ფლობდეს ზუსტ მონაცემებს თავის უწყებაში არსებულ რესურსებთან დაკავშირებით და ჰქონდეს კომუნიკაცია უწყების ხელმძღვანელებთან. კონკრეტულ საზღვაო ინციდენტთან ან ერთობლივ საზღვაო ოპერაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილე უწყების წარმომადგენელი ვალდებულია ცენტრის უფროსს აცნობოს თავისი უწყების პოზიცია; გ) ხელს უწყობს უწყებათაშორის თანამშრომლობასა და ინფორმაციის გაცვლას, „საიმედო, ღია და დახურული კავშირების ორგანიზების გეგმისა და ერთობლივი მართვის ცენტრის მონაწილე უწყებების წარმომადგენელთა/ექსპერტთა მიერ ინფორმაციის დამუშავების, მონაწილე უწყებებისაგან ინფორმაციის მიღების, ასევე მათთვის გადაცემისა და ინფორმაციის უსაფრთხოების წესის“ შესაბამისად; დ) უზრუნველყოფს ერთობლივი საზღვაო ოპერაციების კოორდინაციისა და ერთიანი ოპერაციული სურათის შექმნის მხარდაჭერას ყოველდღიურ რეჟიმში და კონკრეტულ საზღვაო ინციდენტზე რეაგირების დროს; ე) მონაწილეობას იღებს ცენტრის საქმიანობის სფეროში შესაძლებლობების განვითარების მიზნით ერთობლივი სწავლებების ორგანიზებაში; ვ) აწარმოებს საზღვაო ინციდენტზე რეაგირების პროცედურულ ნუსხას, კონკრეტული რეაგირების ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში ცენტრის ხელმძღვანელ პირებს უწევს პროფილურ-ექსპერტულ დახმარებას; ზ) მონაწილეობს ერთობლივი საზღვაო ოპერაციების დაგეგმვისა და შესრულების სტანდარტული საოპერაციო პროცედურების ერთობლივ სწავლებათა და ზღვაზე კრიზისული სიტუაციების მართვის გეგმების შემუშავების პროცესში. 7. ერთობლივი მართვის ცენტრი, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია, კომუნიკაცია ჰქონდეს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საზღვაო სუბიექტებსა და სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან. 8. ერთობლივი მართვის ცენტრის უფროსი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, გამოიძახოს მონაწილე უწყებათა წარმომადგენლები/ექსპერტები, ერთობლივი მართვის ცენტრის საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით. თუ მათ ობიექტური მიზეზების გამო არ შეუძლიათ ცენტრში გამოცხადება/მუშაობა, მონაწილე უწყებათა ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან, ჩაანაცვლონ ისინი სხვა წარმომადგენლებით/ექსპერტებით. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 დეკემბრის დადგენილება №601 - ვებგვერდი, 02.12.2015წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 ივნისის დადგენილება №290 - ვებგვერდი, 01.07.2016წ. მუხლი 9. ინფრასტრუქტურა და რესურსები 1. სასაზღვრო პოლიცია ერთობლივი მართვის ცენტრს უზრუნველყოფს კომპიუტერული ტექნიკითა და კომუნიკაციის საშუალებებით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელით, იდენტიფიკაციისა და ზღვაზე რადიოტექნიკური დაკვირვების სხვა სისტემებით. 2. მონაწილე უწყებები, საზღვაო ვითარების შესახებ გაცნობიერებულობის ეფექტიანი სისტემის შექმნის მიზნით, ერთობლივი მართვის ცენტრს უზრუნველყოფენ საქმიანობისათვის აუცილებელი სისტემებითა და მონაცემთა ელექტრონული ბაზებით. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 დეკემბრის დადგენილება №601 - ვებგვერდი, 02.12.2015წ. მუხლი 10. ინფორმაციის გაზიარება 1. ერთობლივი მართვის ცენტრი იყენებს უწყებათშორისი კომუნიკაციის ნებისმიერ ფორმას დაცვის ნებისმიერი დონით, მათ შორის: პირდაპირ ხმოვან და ვიზუალურ ტელეხიდებს, ელექტრონულ ფოსტასა და პირისპირ შეხვედრებს. 2. ერთობლივი მართვის ცენტრისათვის გადაცემული ყველა ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას. მონაწილე უწყებებისათვის ინფორმაციის მიწოდების თაობაზე სხვადასხვა სამართლებრივ აქტში ნორმათა კოლიზიის შემთხვევაში, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს ერთობლივი მართვის ცენტრისთვის ინფორმაციის მიწოდებას, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს უწყებათშორის საბჭოს შემდგომი რეაგირებისათვის. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 დეკემბრის დადგენილება №601 - ვებგვერდი, 02.12.2015წ. მუხლი 11. გარდამავალი დებულებები 1. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატმა 2016 წლის 1 თებერვლამდე შექმნას მონაწილე უწყებათა წარმომადგენლების/ექსპერტების მონაწილეობით სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს შემდეგი სამართლებრივი აქტების პროექტებს: ა) „ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის საზღვაო უსაფრთხოების უწყებათშორისი საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი; ბ) ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის საქმიანობის წესის განსაზღვრის მიზნით „საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ერთობლივი ოპერაციების მართვის ცენტრის ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის №348 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი. 2. უწყებათშორისმა საბჭომ შექმნიდან ერთი კვირის ვადაში ჩამოაყალიბოს უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც, თავის მხრივ, ერთი თვის ვადაში შეიმუშავებს „საიმედო, ღია და დახურული კავშირების ორგანიზების გეგმისა და ერთობლივი მართვის ცენტრის მონაწილე უწყებების წარმომადგენელთა/ექსპერტთა მიერ ინფორმაციის დამუშავების, მონაწილე უწყებებისაგან ინფორმაციის მიღების, ასევე მათთვის გადაცემისა და ინფორმაციის უსაფრთხოების წესის შესახებ“ სამართლებრივი აქტის პროექტს. 3. მონაწილე უწყებებმა, არაუგვიანეს 2016 წლის პირველი ივლისისა, უზრუნველყონ ერთობლივი მართვის ცენტრში საკუთარი წარმომადგენლების/ექსპერტების დანიშვნა. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა სამუშაო ჯგუფმა 2016 წლის 31 დეკემბრამდე შეიმუშაოს ერთობლივი მართვის ცენტრის საქმიანობის უზრუნველყოფისათვის აუცილებელი სტანდარტული ოპერაციული პროცედურები. 5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 2016 წლის 20 ივლისამდე, ერთობლივი მართვის ცენტრის მხარდამჭერი სტრუქტურული ერთეულის სასაზღვრო პოლიციის შემადგენლობაში ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, უზრუნველყოს ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 დეკემბრის დადგენილება №601 - ვებგვერდი, 02.12.2015წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 ივნისის დადგენილება №290 - ვებგვერდი, 01.07.2016წ. |