|
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში (სსმ, №54, 25/05/2004, 010.240.030.10.003.000.037) და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ჰ13“ ქვეპუნქტი:
,,ჰ13) ამტკიცებს სასკოლო კონკურსის/კონკურსების ჩატარების წესს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|