ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციის და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციის წესის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
344
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-12-17
გამოქვეყნების თარიღი
2015-08-03
სარეგისტრაციო კოდი
130050000.10.003.017511
ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციის და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციის წესის შესახებ
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №344

2013 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციის და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციის წესის შესახებ

მუხლი 1
„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართვე­ლოს კა­ნონის მე-7 მუხლისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვე­პუნ­ქ­ტის შესაბამისად, დამტკიცდეს ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციის და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციის თანდართული წესი.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე‑3 დღეს.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციის და

სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციის წესი


1. ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციას და კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი (შემდგომში − კონტრდაზვერვის დეპარტამენტი).

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აგვისტოს დადგენილება №405 – ვებგვერდი, 04.08.2015წ.

2. კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელი სპეცია­ლური სამსახურების (შემდგომში ‑ სპეციალური სამსახურები) მიერ თა­ვიანთი კომპეტენციის ფარგლებში წარმოებული კონტრდაზვერვითი საქ­მიანობის ორგანიზაციას უზრუნველყოფს კონტრდაზვერვის დეპარტა­მენტი.

3. კონტრდაზვერვითი საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, კონ­ტრ­დაზვერვის დეპარტამენტის მითითებები და მოთხოვნები სავალდე­ბუ­ლოა შესასრულებლად სპეციალური სამსახურებისათვის.

4. სპეციალური სამსახურები, აგრეთვე სახელმწიფო ხელისუფ­ლე­ბის სხვა ორგანოები ვალდებული არიან კონტრდაზვერვის დეპარტა­მენტს წარუდგინონ ნებისმიერი ინფორმაცია საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმია­ნო­ბის ინფორმაციული უზრუნველყოფის ცნობათა ნუსხის“ შესაბამისად.

5. კონტრდაზვერვითი საქმიანობის სპეციალური ღონისძიებების განხორციელებისას კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და სპეციალურ სამ­სახურებს უფლება აქვთ კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბა­მისად გამოიყენონ სხვა სახელმწიფო ორგანოების შესაძლებლობები, მა­თი ქონება, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

6. ამ წესის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარ­დგენის შემდეგ კონტრდაზვერვის დეპარტამენტი განსაზღვრავს იმ უფ­ლე­ბა­მოსილ კომპეტენტურ სამსახურს (სამსახურებს), რომელიც განახორ­ციელებს მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებულ კონტრდაზვერვით საქმიანობას.

7. კონტრდაზვერვის დეპარტამენტი უფლებამოსილია გამოითხო­ვოს ამ წესის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციასთან დაკავ­შირებული სრულყოფილი მასალები სპეციალური სამსახურებიდან და სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან.

8. კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად დამატებითი ინფორ­მაციის მიღებისას კონტრდაზვერვის დეპარტამენტი განსაზღვრავს სპე­ცი­ა­ლური ღონისძიებების გაგრძელების მიზანშეწონილობას.

9. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი ქვეყანაში განხორციელებული კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ ანგარიშს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მეშვეობით, წელიწადში ერთხელ წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აგვისტოს დადგენილება №405 – ვებგვერდი, 04.08.2015წ.


კრებსითი — სრული ვერსია