|
„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №8 დადგენილების (ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები, 13.07.2010 წ.) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში – 'თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის დებულება' შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „2. მერიის სტრუქტურული ერთეულებია: ა) მერიის ადმინისტრაცია; ბ) ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის სამსახური; გ) საფინანსო სამსახური; დ) შესყიდვების სამსახური; ე) სოციალური მომსახურების, ჯანმრთელობის და დასაქმების საკითხთა სამსახური; ვ) კულტურის სამსახური; ზ) ურბანული დაგეგმარებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახური; თ) ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახური; ი) ზედამხედველობის სამსახური; კ) ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახური; ლ) სახანძრო დაცვის სამსახური; მ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური; ნ) პრესსამსახური; ო) ეკონომიკური განვითარების სამსახური" 2. მე-13 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “6. ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის ძირითადი ფუნქციაა: თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ქონების მართვის უზრუნველყოფა და კანონიერი მოსარგებლეებისათვის არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია 2014 წლის 3 იანვრიდან.
|
|