საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
341
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-12-17
გამოქვეყნების თარიღი
2017-03-31
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.017508
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
(ძალადაკარგულია - 31.03.2017, №168)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №341

2013 წლის 17 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილე­ბი­სა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანდართული დებულება.
მუხლი 2
ძალად ა კარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის № 39 დადგენილება „საქართველოს ფინანსთა სამი ­ ნისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გა­მო­ქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულება
თავი I

ზოგადი დებულებანი


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო მმართველობას საფინანსო-საბიუჯეტო და საგადასახადო სფეროში; უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე საბიუჯეტო და საგადასახადო კანონმდებლობის დაცვასა და შესრულების კონტროლს; კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ეკონომიკური დანაშაულის სფეროში პრევენციულ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას და აწარმოებს გამოძიებას; უზრუნველყოფს სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების განკარგვის ეფექტიანი პოლიტიკის გატარებას; ახორციელებს სათამაშო ბიზნესის სახელმწიფოებრივ რეგულირებას; უზრუნველყოფს საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროს სახელმწიფო ზედამხედველობას.

2. სამინისტრო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულე­ბებითა და შეთანხმე­ბებით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით, სხვა სა­კა­ნონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქ­ტე­ბით, საქართველოს მთავ­რობის და საქართველოს პრემიერ‑მი­ნის­ტრის სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებითა და სხვა სამართ­ლებ­რი­ვი აქ­ტებით.

3. თავისი ფუნქციების განხორციელებისას სამინისტრო წარმოად­გენს სახელმწიფოს.

4. სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრუ­ლებს კანონით გათვალისწინებულ ან მთავრობისა და პრემიერ-მინის­ტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.

5. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.

6. სამინისტროს აქვს დასრულებული ბალანსი და ხარჯთაღრიცხვა.

7. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0105, გორ­გასლის ქ. №16.

8. სამინისტროს სრული სახელწოდებაა „საქართველოს ფინანსთა სა­მინისტრო“.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის დადგენილება №432- ვებგვერდი, 13.09.2016წ.

 

მუხლი 2. სამინისტროს სიმბოლიკა

1. სამინისტროს აქვს მრგვალი ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამო­სა­ხუ­ლებით და წარწერით „საქართველოს ფინანსთა სამინისტრო“, შესა­ბამისი თარგმანით ინგლისურ ენაზე.

2. სამინისტროს მიერ სახელმწიფო დროშის გამოყენების წესი დად­გე­ნილია მოქმედი კანონმდებლობით.

3. სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება როგორც სამინის­ტროს, ისე მის სისტემაში შემავალ დაწესებულებათა ბლანკებსა და აბ­რებზე.

4. სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, რომელიც მტკიცდება და რეგისტრირდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამინის­ტროს ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სავიზიტო ბარათებზე, სხვა ბეჭდვით გამოცემებსა და სამინისტროს სუვენირებზე.

 

თავი II

სამინისტროს კომპეტენცია და უფლებამოსილებანი

 

მუხლი 3. სამინისტროს ფუნქციები

სამინისტროს ფუნქციებია:

ა) საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ქვეყნის საფინანსო სისტემის მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის რეგულირების ღონისძიებათა განხორციელება;

ბ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსიდან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის განვითარების ძირითად მიმართულებათა ფარგლებში საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის ძირითადი დებულებე­ბისა და საქართველოს ყოველწლიური სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად მონაცემთა და მიმართულებათა ჩამოყალიბება, აგრეთვე შესაბამისი საფინანსო პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

გ) წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის, ასევე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობისა და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მომზადება და საქართველოს კონსტიტუციითა და საქართვე­ლოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილ ვადებში მისი წარდგენა საქართველოს მთავრობისათვის;

დ) სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების შემოსულობების, გადასახდელების და ნაშთის ცვლილების აღრიცხვა, ანგარიშგება და ანგარიშსწორება;

ე) სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგა­ნიზაციების ვალდებულებათა რეგისტრაცია დადგენილი წესის მიხედ­ვით; საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ რეგისტრირებული საბიუჯეტო ვალდებულების დამოწმების შესაბამისად გადახდა დადგენილი წესის მიხედვით; უკან დასაბრუნებელ სახელმწიფო შემოსულობათა დაბრუ­ნების პროცესის მართვა, აღრიცხვა და ანგარიშგება;

ვ) ყოველწლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად შემოსულო­ბებისა და გადასახდელების ყოველკვარტალური ფინანსური გეგმის შე­დგენა;

ზ) სახაზინო სამსახურის ანგარიშებზე ფულადი სახსრების მოძრაობის პროგნოზირება და მათი ფინანსურ ინსტრუმენტებში განთავსება;

თ) სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენისა და შესრულების წესის შემუ­შავება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახსრების ხარჯვის ნორმებისა და ნორ­მატივების სრულყოფა;

ი) სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის აღსრულება, მის შემო­სულობათა ოპერატიული მართვა, აღრიცხვა და ანგარიშგება;

კ) საბიუჯეტო კლასიფიკაციის შემუშავება, დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა კანონმდებლობის შესაბამისად;

ლ) კანონმდებლობის შესაბამისად, საბიუჯეტო ანგარიშგებისა და ფორმის დადგენა, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლი­კებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შესრულების ანგარიშგების წარდგენის წესისა და ვადების დადგენა;

მ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შესრულე­ბის პერიოდული (3 თვე, 6 თვე, 9 თვე, წლიური) ანგარიშგების შედგენისა და წარდგენის წესის, ვადებისა და ფორმების შემუშავება;

ნ) საქართველოს ეროვნულ ბანკთან, როგორც ფისკალურ აგენტ ბანკთან ერთად, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მთავარი პარამეტ­რების დაცვაში მონაწილეობა;

ო) საგადასახადო პოლიტიკის შემუშავების უზრუნველყოფა, შესა­ბა­მი­სი პროგრამების შედგენა, კონცეფციების ჩამოყა­ლიბება და მათი გან­ხორ­ციელების ორგანიზება; საგადასახადო კანონმდებლობის საფუძველ­ზე საგადასახადო შემოსავლების სრული მობილიზების უზრუნველყოფა; ამ მიზნით სათანადო წი­ნა­და­დებათა მომზადება და მათი განხორ­ციე­ლების ორგანი­ზება;

პ) საფინანსო-საბიუჯეტო და საგადასახადო პოლიტიკის განხორცი­ელებასთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკ­რუ­ლებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, სა­ქარ­თველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების, სა­ქარ­თველოს მთავრობის დადგენილებების, გან­კა­რ­­გუ­ლებების, სა­ქარ­თველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებების შესრუ­ლების ორგანიზება და კონტროლი;

ჟ) საგადასახადო და საფინანსო-საბიუჯეტო კანონმდებ­ლობის აღს­რულებისა და გამოყენების ინსტრუქციებისა და მე­თოდური მითი­თებების შედგენა და დადგენილი წესით მათი მოთხოვნების შესრუ­ლების უზრუნველყოფა;

რ) საგადასახადო ორგანოების მუშაობით მიღწეული და მოსალოდ­ნელი შედეგების ანალიზი და პროგნოზირება, მათი საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებისა და შემდგომი სრულ­ყოფის შესახებ სათანადო რეკომენდაციების მომზადება;

ს) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შე­სახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად საფი­ნანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულთა და სხვა სამართალდარ­ღვე­ვათა თავიდან აცილება, გამოვლენა-აღკვეთა, გამოძიების წარმოება; საგა­დასახადო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების შეს­წავლა, ანა­ლი­ზი და შეფასება; ამ სფეროში დანაშაულებისა და სხვა სამართალ­დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის ორგანი­ზება და მათი გამომწვევი მიზეზების აღ­მოსაფხვრელად შესა­ბა­მის წინადადებათა მომზადება;

ტ) არასაგადასახადო შემოსავლების პროგნოზირება და მათი შეს­რულების მიმდინარეობის ანგარიშების მომზადება;

უ) სახელმწიფო საგარეო და საშინაო პირდაპირი და პირობითი (გარანტირებული) ფინანსური ვალდებულებების აღრიცხვა, აგრეთვე ამ ვალდებულებათა მართვასა და მომსახურებაში მონაწილეობა;

ფ) სახელმწიფოს მიმართ საქართველოს იმ ეკონომიკური აგენტების ფინანსურ ვალდებულებათა აღრიცხვა, რომლებიც სარგებლობენ საგა­რეო წყაროებიდან მიღებული სახელმწიფო საკრედიტო რესურსებით ან კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიებით, აგრეთვე ამ ვალდებულებათა მართვასა და მომსახურებაში მონაწილეობა;

ქ) სახელმწიფო ვალის მართვა, კომპეტენციის ფარგლებში;

ღ) სხვადასხვა ვადიანი სახელმწიფო სასესხო ვალდებულების გამოშ­ვების, მიმოქცევისა და დაფარვის ძირითადი პირობების შემუშავება, ემისიების განხორციელება და მის შედეგად წარმოქმნილი ვალდებუ­ლებების შესრულება;

ყ) სახელმწიფოს შიდა, რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების მართვა; სასესხო ვალდებულებათა (დავალიანებათა) დაბრუნების უზ­რუ­ნ­ველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; სა­ჭი­როების შემთხვევაში სასესხო ვალდებულებათა (დავალიანებათა) რესტრუქტურიზაციის თაობაზე წინადადებების მომზადება;

შ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ფინანსური აღრიცხვის საერთო მეთოდოლოგიის შემუშავება, სამინისტროების, სხვა მხარჯავი დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების საქმიანობის მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა; ფინანსური აღრიცხვის წარმოებისა და ანგარიშგების ფორმების, ნორმებისა და წესების შემუშავება;

ჩ) საიმპორტო საქონლისათვის გრანტის ან ჰუმანიტარული დახმა­რების სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა და სათანადო გადაწ­ყვეტილების მიღება; საქართველოს მიერ მიღებული გრანტების, ჰუმანი­ტარული და ტექნიკური დახმარების, სახელმწიფო სექტორში განხორცი­ელებული ინვესტიციების აღრიცხვა და სათანადო საჯარო რეესტრების წარმოება;

ც) ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მქონე საქონლის მონე­ტიზაციის პროგრამების განხილვა, შეთანხმება;

ძ) უცხოური საინვესტიციო რესურსების მოზიდვაში მონაწილეობა და ქვეყანაში ინვესტიციური პოლიტიკისადმი ფინანსური მხარდაჭერა, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ქვეყნების ფინანსური მხარდაჭერით დასაფინანსებელი საინვესტიციო პროექტების განხორციე­ლების კოორდინაცია და ზედამხედველობა;

წ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს საერთა­შო­რისო ხელშეკრულებათა დადების შესაძლო ფინანსური შედეგების თაობაზე დასკვნის მომზადება;

ჭ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამეწარმეო საქმიანობის უფლების ლიცენზიის (ნებართვის) გაცემა და ლიცენზიის (ნებართვის) პირობების შესრულების კონტროლი;

ხ) საქართველოს ტერიტორიაზე ლატარიების, აზარტული და მომ­გე­ბიანი თამაშობების სახელმწიფოებრივი რეგულირება; კანონმდებ­ლო­ბით დადგენილი წესით აზარტული და მომგებიანი თამაშობების თი­თოეული სახეობის ნებართვის გაცემა, ნებართვის მოქმედების შეჩე­რება, განახ­ლე­ბა, მასში ცვლილებების შეტანა, გაუქმება და საქმიანობის კონტროლი, აგ­რე­თვე ამ სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;

ხ1) „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროს ზედამხედველობა, აღნიშნულ სფეროში მოკვლევის ინიცირება სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და გამოვლენის მიზნით;

ხ2) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მონაწილეობის მიღება სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭოს საქმიანობაში;

ჯ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მკაცრი აღრიცხვის ფორ­მების შეთანხმების, რეგისტრაციის, დამზადების, შენახვის, გამოყენების და ექსპერტიზა-უტილიზაციის საკითხთა მართვა; მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის დამტკიცება;

ჰ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვადაგადაცილებულ საგა­დასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის პროცესში მონაწილეობა;

ჰ.ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფოს წილობ­რივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების მიერ მიღებული წმინდა მოგების განაწილების და გამოყენების პროცესში მონაწილეობის მიღება;

ჰ.ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მონაწილეობის მიღება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხი­ლვის საბჭოში;

ჰ.გ) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული და განსაკარგავად გადაცემული მოძრავი ქონების განკარგვის ეფექტიანი პოლიტიკის გატარების უზრუნველყოფა;

ჰ.დ) განსაკარგავად გადაცემული მოძრავი სახელმწიფო ქონების განკარგვა;

ჰ.ე) კომპეტენციის ფარგლებში, ქვეყნის განვითარების საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავების კოორდინაცია;

ჰ.ვ) „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის თანახმად საქართველოსათვის სავალ­დე­ბულო ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტი­ლებე­ბის ნებაყოფლობითი აღსრულების ფინანსური საკითხების გადაწყვეტა;

ჰ.ზ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა ფუნქციების განხორცი­ელება.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 იანვრის დადგენილება №11 – ვებგვერდი, 27.01.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის დადგენილება №432- ვებგვერდი, 13.09.2016წ.

თავი III

სამინისტროს ხელმძღვანელობის ორგანიზება და ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობები

 

 მუხლი 4. მინისტრი

 1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელსაც თანამდე­ბო­­­ბა­­ზე ნიშნავს საქართვე­ლოს პრემიერ-მინისტრი.

 2. მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტა ხდება მოქმედი კანონმ­დებლობის შესაბამისად.

 3. მინისტრი:

 ა) წარმოადგენს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკით­ხებს;

 ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, საქარ­თველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების, საქართველოს მთავრო­ბის დადგენილებების და განკარგულებების, საქართველოს პრემიერ-მი­ნისტრის ბრძანებების შესრულებისათვის იმ სფეროში, რომელიც სამი­ნი­ს­­ტროს მმართველობას განეკუთვნება;

 გ) უშუალოდ, აგრეთვე პირველი მოადგილისა და მოადგილეების, სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების (შემდგომში ‑ სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი), სამინის­ტ­როს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუ­წყებო დაწე­სებულებებისა და სხვა დაქვემდებარებული სამსახურების მეშვეობით წყვეტს ამ დებულებით განსაზღვრულ საკითხებს;

 დ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასანიშნად წარუდგენს მინის­ტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და სამინის­ტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა კანდიდატურებს;

 ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს:

 ე.ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხით გათვა­ლისწინებულ ყველა საჯარო მოსამსახურეს;

 ე.ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოების უფროსებსა და მათ მოადგილეებს ამ დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგი­ნებით;

 ე.გ) სახაზინო სამსახურის უფროსის მოადგილეებს, სახაზინო სამ­სახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებსა და მოადგილეებს, სახაზინო სამსახურის უფროსის წარდგინებით;

 ე.დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეებს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სა­გამოძიებო სამსახურის სტრუქტურული ერთეულების უფროსებს, საქარ­თ­ველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის წარდგინებით;

 ე.ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეებს (მათ შორის, პირველ მოადგილეს) და სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულების უფროსებს შემო­სავლების სამსახურის უფროსის წარდგინებით;

 ე.ვ) სხვა პირებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვე­ვებში;

 ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, იღებს გადაწყვეტილებებს სამინისტროს სისტემის თანა­მშრო­მელთა წახალისების შესახებ;

 ზ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებას სამი­ნისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითებზე და, აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი ბიუჯეტის პროექტზე; იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის;

 თ) სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწი­ფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხარჯთაღრიცხვას, ახორციელებს კონტროლს მათ შესრულებაზე და, აუცილებლობის შემთხვევაში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;

 ი) ადგენს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმ­წიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სტრუქტურასა და საქმისწარმოე­ბის წესს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი დადგენილია მინისტრის ბრძანების ზემდგომი სამართლებრივი აქტებით;

 კ) პასუხისმგებელია სამინისტროს სარგებლობაში გადაცემული სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მეთოდურ მითითებებს და პასუხისმგებელია მათი კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის;

 მ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყო­ფების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და სამინისტროს მმართველობის სფე­როში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ თავი­ანთი მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას; ძალადაკარგუ­ლად ცნობს მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების, სამინის­ტ­როს სტრუქტურული ქვედანაყოფების და სამინისტროს სხვა თანამდე­ბობის პირთა, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბა­მისი სამინისტროების ხელმძღვანელთა სამართლებრივ აქტებსა და მოქ­მე­დებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიულ აქტებს, მთავ­რობის დადგენილებებსა და მინისტრის ბრძანებებს; მინისტრი უფლება­მოსილია აგრეთვე ძალადა­კარ­გულად ცნოს ზემოაღნიშნულ თანამდე­ბო­ბის პირთა აქტები და მოქ­მედებები მათი მიზანშეუწონლობის მოტივით;

 ნ) წყვეტს სამართლებრივ დავას სამინისტროს მმართველობის სფე­როში შემავალ დაწესებულებებს, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედა­ნაყოფებს შორის;

 ო) დადგენილი წესით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს;

 პ) თავისი მმართველობის სფეროში ქმნის კომისიებსა და საბჭოებს სათათბირო უფლებით და განსაზღვრავს მათ მოვალეობებს და საქ­მიანობის წესს;

 ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროს უფლება­მოსილ თანამშრომლებს აძლევს სამსახურებრივი-საშტატო, სამხედრო-საბრძოლო იარაღის, სპეციალური საშუალებების შენახვისა და ტარების უფლებას;

 რ) განსაზღვრავს საგადასახადო ორგანოების საქმიანო­ბის შეფასების კრიტერიუმებს;

 ს) ამტკიცებს სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებუ­ლებებში სტაჟირების ან/და პრაქტიკის გავლის წესს;

 ტ) ასრულებს საქართველოს კანონებით, საქართველოს პრე­ზი­დენ­ტის ნორმატიული აქტებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებე­ბით და განკარგულებებით, აგრეთვე საქართველოს პრემიერ‑მინისტრის ბრძანებებით მისთვის დაკის­რებულ სხვა ამოცანებს.

 4. მინისტრს უფლება აქვს სამინისტროს თანამდებობის პირთა მოქმედებაზე სამსახურებრივი ზედამხედველობა დააკისროს პირველ მოადგილეს.

 5. თუ სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებული საკითხი ეხება აგრეთვე სხვა სამინისტროს კომპეტენციას, მინისტრი გადაწყვე­ტილებას ათანხმებს შესაბამის მინისტრთან; თანხმობის მიუღწევლობის შემთხვევაში საკითხი განიხილება მთავრობის სხდომაზე.

 

 მუხლი 5. მინისტრის მოადგილე

1. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და ხუთი მოადგილე. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს, მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

 2. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლება­მოსილებანი განისაზღვრება მინისტრის შესაბამისი ბრძანებით.

3. მინისტრის პირველი მოადგილე მინისტრის არყოფნისას ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამსახურების ურთიერთობას.

 4. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორ­ციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.

 5. მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე შეიძლება, იმავდროულად იყოს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8   დეკემბრის დადგენილება №668 – ვებგვერდი, 08.12.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის დადგენილება №257 - ვებგვერდი, 08.06.2015წ.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 დეკემბრის დადგენილება №607 - ვებგვერდი, 02.12.2015წ.

 

 მუხლი 6. სამინისტროს თანამდებობის პირები

 1. გარდა ამ დებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებული ხელ­მძღვანელი თანამდებობის პირებისა, სამინისტროს თანამდებობის პი­რები არიან:

 ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანა­ყოფებისა და მათი შიდა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვა­ნელები და მათი მოადგილეები;

 ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;

 გ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამარ­თლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები.

 2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები უშუალოდ ექვემდებარებიან მინისტრს, მინისტრის პირველ მოადგილეს ან მინისტრის მოადგილეს.

 3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი:

 ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სამინისტ­როს სტრუქტუ­რული ქვედანაყოფის თანამშრომლებს შორის და აძლევს მათ მითითე­ბებსა და განკარგულებებს;

 ბ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყო­ფის თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

 გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;

 დ) ანგარიშვალდებულია სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყო­ფის მუშაობისათვის;

 ე) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს საკუ­თარი მოვალეობის შესრულებისას და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით წარუდგენს დასკვნებს მინისტრის მოადგილეს, რომელიც მინისტრის ბრძანების შესაბამისად ხელმძღვანელობს ამ სტრუქტურულ ქვედანაყოფს;

 ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს სამი­ნისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკის­რების შესახებ;

 ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანების შესას­რულებლად;

 თ) ასრულებს ამ დებულებით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედა­ნაყოფების დებულებით, მინისტრის და/ან უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.

 

თავი IV

სათათბირო ორგანოები

 

 მუხლი 7. სათათბირო ორგანოები

 1. მინისტრი უფლებამოსილია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას სათათბირო ორგანო – სათათბირო საბჭო, რომლის შემად­გენლობაშიც შედიან: მინისტრი, მინისტრის მოადგილეები, აგრეთვე მინისტრის გადაწყვეტილებით – სამინისტროს სხვა თანამდებობის პირები და თანამშრომლები. სათათბირო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნენ აგრეთვე სამეცნიერო დაწესებულებებისა და სხვა სამთავრობო დაწესებულებათა წარმომადგენლები, მხოლოდ მათი თანხმობით. სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესს და შემადგენლობას განსაზღვრავს მინისტრი შესაბამისი ბრძანებით.

 2. სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხთა განხილვისა და მათ შესახებ დასკვნების მომ­ზადების მიზნით მინისტრს შეუძლია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას კომისიები და საბჭოები სათათბირო უფლებით (შემდგომში – სათათბირო ორგანოები), განსაზღვროს მათი უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის წესი.

 3. სათათბირო ორგანო იქმნება მინისტრის ბრძანებით, რომლითაც განისაზღვრება მისი ამოცანები, თავმჯდომარე (თავმჯდომარის მოად­გილე, მდივანი) და წევრები, სათათბირო ორგანოს საქმიანობასთან და­კავ­შირებული სხვა საკითხები.

 4. სათათბირო ორგანოს წევრად შეიძლება დაინიშნოს სხვა სამთავ­რობო დაწესებულების საჯარო მოსამსახურე ამ დაწესებულების ხელმ­ძღვანელის თანხმობით; მის მუშაობაში შეიძლება ჩაბმულ იქნენ პირები, რომლებიც არ არიან საჯარო მოსამსახურეები.

 5. თუ სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე არ არის მოხელე, რომე­ლიც შედის სამინისტროს ხელმძღვანელობაში, ან არ არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, მინისტრი სამინისტროს ხელმძღვანელობიდან ან სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობიდან ნიშნავს ამ ორგანოს მუშაობისათვის პასუხის­მგებელ პირს.

6. სათათბირო ორგანოს საქმიანობასა და სხდომის ოქმების წარმო­ებას უზრუნველყოფს მინისტრის აპარატი.

 7. სათათბირო ორგანო უფლებამოსილია თავის წინაშე მდგომი ამოცანების შესასრულებლად სამინისტროს სისტემის ორგანოებიდან გამოითხოვოს საჭირო დოკუმენტები.

 8. სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, თუ მოქმედი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის დადგენილება №375 – ვებგვერდი, 12.06.2014წ.

 

თავი V

სამინისტროს სისტემა

 

მუხლი 8. სამინისტროს სისტემა

1. სამინისტროს სისტემაში შემავალი ავტონომიური რესპუბლიკების სამინისტროებია:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.

2. სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებია:

ა) სახაზინო სამსახური;

ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური;

გ) ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური.

3. სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამარ­თლის იურიდიული პირებია:

ა) შემოსავლების სამსახური;

ბ) საფინანსო-ანალიტიკური სამსახური;

გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო;

დ) ფინანსთა სამინისტროს აკადემია;

ე) (ამოღებულია - 24.12.2014, №693).

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №693 – ვებგვერდი, 26.12.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის დადგენილება №432- ვებგვერდი, 13.09.2016წ.

 

 მუხლი 9. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები

 სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები არიან:

 ა) სახელმწიფო ვალის და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტი;

 ბ) იურიდიული დეპარტამენტი;

 გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

 დ) საბიუჯეტო დეპარტამენტი;

 ე) შიდა აუდიტის დეპარტამენტი;

 ე 1) სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტი;

 ვ) საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტი;

ზ) მაკროეკონომიკური ანალიზისა და პროგნოზირების დეპარტამენტი;

თ) (ამოღებულია - 24.09.2015, №502);

ი) მინისტრის აპარატი;

ი1) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური;

 კ) დავების განხილვის სამსახური;

 ლ) პარლამენტთან ურთიერთობის სამსახური;

 მ) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;

 ნ) ინფორმაციული უსაფრთხოების სამსახური.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის დადგენილება №375 – ვებგვერდი, 12.06.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის დადგენილება №174 – ვებგვერდი, 22.04.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24   სექტემბრის  დადგენილება № 502  - ვებგვერდი, 28.09.2015წ.

 

თავი VI

სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია

 

 მუხლი 10. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენცია და სტრუქტურა

 1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენცია და სტრუქტურა განისაზღვრება ამ დებულებით, ასევე სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

 2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი შეიძლება დაიყოს შიდა სტრუქტურულ ერთეულებად, რომელთა სახელწოდება და კომპეტენცია განისაზღვრება სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყო­ფის დებულებით.

 

 მუხლი 11. სახელმწიფო ვალის და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტი

 სახელმწიფო ვალის და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობის განსაზღვრა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ასახვის მიზნით;

ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის შევსების წყაროების განსაზღვრაში მონაწილეობა;

გ) ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა;

დ) ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების დაფარვისა და მომსახურების ხარჯების მოცულობის განსაზღვრა და დაგეგმვა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ასახვის მიზნით;

ე) ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიების და დაფარვის პროცესში მონაწილეობა;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მიერ უცხოურ ვალუ­ტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების, მათ შორის, ევროობლიგაციების გამოშვებასთან, განთავსებასა და მომსახურებასთან დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობა;

ზ) საგარეო წყაროებიდან სახელმწიფოს მიერ მისაღები ფინანსური რესურსების მოცულობის განსაზღვრასა და დაგეგმვაში მონაწილეობა;

თ) სახელმწიფო საგარეო ვალის მომსახურების ხარჯების მოცუ­ლობის განსაზღვრა და დაგეგმვა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ასახ­ვის მიზნით;

ი) სახელმწიფო საგარეო ვალის მომსახურების პროცესში მონაწი­ლე­ობა;

კ) საგარეო ფინანსური რესურსებიდან სახელმწიფოს მიერ მიღე­ბული კრედიტებისა და საქართველოს ეკონომიკური აგენტების მიერ საგარეო ფინანსური რესურსებიდან მიღებულ კრედიტებზე გაცემული სახელმწიფო გარანტიების აღრიცხვა/ანგარიშგება;

ლ) სახელმწიფო ვალის რეესტრის წარმოება;

მ) საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო ვალის რესტრუქტური­ზაციის შესახებ წინადადებების მომზადება;

ნ) სახელმწიფო ვალის ანალიზი;

ო) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებში საქართველოს აქციონერობიდან/მეპაიეობიდან გამომდინარე ფინანსურ ვალდებულე­ბათა მოცულობების განსაზღვრა და დაგეგმვა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ასახვის მიზნით;

პ) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებში საქართველოს აქციონერობიდან/მეპაიეობიდან გამომდინარე ფინანსურ ვალდებულება­თა მომსახურების პროცესში მონაწილეობა;

ჟ) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ქვეყნების ან მათი წარმომადგენლების ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელე­ბელი პროექტების/პროგრამების დასაფინანსებლად ხელშეკრულებების მომზადების, მოლაპარაკების გამართვის, ხელშეკრულების ხელმოწერისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოქმედებათა კოორ­დინაცია;

რ) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ქვეყნების ან მათი წარმომადგენლების ფინანსური მხარდაჭერით დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების/პროგრამების განხორციელების ფინანსური მონიტორინგი;

ს) საგარეო წყაროებიდან დაფინანსებული საინვესტიციო პროექ­ტებისა და პროგრამების აღრიცხვა;

ტ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში საინვესტი­ციო პროექტების და საბიუჯეტო მხარდაჭერის პროგრამების დასაფი­ნანსებლად საგარეო წყაროებიდან მისაღები და სახელმწიფო ბიუჯეტი­დან თანადაფინანსების სახით გასაცემი თანხების განსაზღვრისა და დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;

უ) საგარეო ფინანსური რესურსებიდან გადასესხებული თანხების აღრიცხვა;

ფ) საგარეო ფინანსური რესურსებიდან გადასესხების ხელშეკრუ­ლებებით გათვალისწინებული თანხების განსაზღვრა და დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ასახვის მიზნით;

ქ) სახელმწიფო საგარეო კრედიტებიდან მიღებული სესხებით ან საგარეო კრედიტებზე გაცემული სახელმწიფო გარანტიებით მოსარგებ­ლე საქართველოს ეკონომიკური აგენტების მიერ სამინის­ტრო­ს­თან გაფო­რ­მებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებუ­ლე­ბათა შეს­რულების ფინანსური მონიტორინგი;

ღ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელ­მწიფო საგარეო კრედიტებიდან გაცემული სესხებისა და სახელმწიფო გარანტიით გაცემული კრედიტების დაუბრუნებლობით წარმოქმნილი დავალიანების დარეგულირების პროცესში მონაწილეობა;

ყ) საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებთან ურთიერთობის კო­ორ­დინაცია;

შ) სახელმწიფო ბიუჯეტში ასახული გრანტებისა და ტექნიკური დახმარებების პროექტების აღრიცხვა;

ჩ) სამინისტროს მონაწილეობით გასაფორმებელი საერთაშორისო შეთანხმებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

ც) ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციას­თან დაკავშირებული სამინისტროს კომპეტენციის საკითხების შესრუ­ლების კოორდინაცია;

ძ) საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კონვენციების (გარდა საგა­დასახადო და საბაჟო სფეროების ხელშეკრულებებისა) შესახებ დას­კვნების მომზადების კოორდინაცია;

წ) სამთავრობათაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის კომი­სიების სხდომებისათვის სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მომზადების კოორდინაცია.

 

 მუხლი 12. იურიდიული დეპარტამენტი

 იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

 ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ასევე სამინის­ტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;

 ბ) იურიდიული კონსულტაციების გაწევა სამინისტროს ცენტრალუ­რი აპარატისა და სამინისტროს სისტემის ორგანოებისათვის;

 გ) საფინანსო კანონმდებლობის ანალიზში მონაწილეობის მიღება მისი შემდგომი სრულყოფის მიზნით;

 დ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის ორგანოების იურიდიული სამსახურების მუშაობის კოორდინაცია;

 ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს წარმომად­გენ­ლობის უზრუნველყოფა სასამართლოში;

 ვ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, მთავრობასა და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის კოორდინაცია;

 ზ) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოთა მიერ მიღებული წმინდა მოგების გამოყენების თაობაზე წარდგენილი წინადადებებისა და დოკუმენტების სამართლებრივი ექსპერტიზა კომ­პე­ტენციის ფარგლებში;

 თ) „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხ­ლის პირველი პუნქტით აღიარებულ სახელმწიფო საშინაო ვალთან და­კავ­ში­რებული სამართლებრივი საკითხების განხილვაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში.

 

 მუხლი 13. ადმინისტრაციული დეპარტამენტი

 ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნ­ქციებია:

 ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანა­ყო­ფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელ­მწიფო საქვეუწყებო დაწესებუ­ლებების მატერიალურ-ტექნიკური უზ­რუნ­ველყოფა, კაპიტალური მშე­ნებ­ლობის, სარემონტო-სამშენებლო სა­მუ­შაოთა დაგეგმვა-წარმოების ორ­გა­ნიზება კანონმდებლობით დადგე­ნილი წესით;

 ბ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებზე სახელ­შეკ­რულებო ვალდებულებათა ზედამხედველობა და კონტროლი;

 გ) სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერი­სა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის და სხვა სამართლებ­რივი აქტების შესაბამისად;

 დ) სამინისტროს ცენტრალურ აპარატში საქმისწარმოების ორგანი­ზება;

 ე) სამინისტროს ცენტრალურ აპარატში საქმისწარმოებისათვის პასუხისმგებელი თანამშრომლებისა და სტრუქტურული ქვედანაყო­ფების საქმიანობის კოორდინაცია და მეთოდური ხელმძღვანელობა;

 ვ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედა­ნაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელ­მწიფო საქვეუწყებო დაწესებუ­ლებების სამსახურებრივ-საშტატო იარაღი­თა და საბრძოლო მასალით მომარაგება, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი საჯარო მოხელეებისათვის მათი ცენტრალიზებული გაცემა და აღრიცხვა;

 ზ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანა­ყოფებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწი­ფო საქვეუწყებო დაწესებუ­ლებებში არსებულ იარაღსა და საბრძოლო მასალებზე საერთო პასუხისმ­გებ­ლობა და მათი კონტროლი, იარაღის ტარების უფლების მქონე თანამ­დე­ბობის პირთა საერთო რეესტრის წარმოება;

 თ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედა­ნაყოფებისა და სამინისტ­როს მმართველობის სფეროში შემავალი სახელ­მწიფო საქვეუწყებო და­წესებულებების უფლებამოსილი საჯარო მოხელე­ებისათვის იარაღის ტა­რების უფლების დამადასტურებელი მოწმობების გაცემა;

 ი) სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სამინისტროს მმართვე­ლობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტში წარდგენა;

 კ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სამინისტროს მმართველო­ბის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ნაერთი ბალანსის შედგენა;

 ლ) წლიური და კვარტალური სტატისტიკური ანგარიშების შედგენა და მათი დანიშნულებისამებრ წარდგენა;

 მ) საარქივო საქმიანობის წარმართვა;

 ნ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება;

 ო) საფინანსო-ეკონომიკური, სამეურნეო და საბუღალტრო საქმიანო­ბის წარმართვა;

 პ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინის­ტ­რის ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

 ჟ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვადასხვა საკით­ხებზე მუშაობა.

 

 მუხლი 14. საბიუჯეტო დეპარტამენტი

 საბიუჯეტო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

 ა) ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტების შემუშავება და საშუალოვადიანი საბიუჯეტო პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით წინადადებების, ანალიტიკური მასალებისა და საპროგნოზო გაანგარიშების მომზადება;

 ბ) საბიუჯეტო პროცესის მარეგულირებელი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

 გ ) წლიური საბიუჯეტო კანონის პროექტის მომზადება და ამ მიზნით საჭირო სამუშაოთა ორგანიზება და შესრულება, ამ კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

 დ) დასაგეგმი წლის დაწყებამდე წლიური საბიუჯეტო კანონის მიუღებლობის შემთხვევაში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად წინადადებების მომზადება მხარჯავი დაწესებულებები­სათვის გასაცემი თანხების თაობაზე;

 ე) წლიურ საბიუჯეტო კანონში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქარ­თველოს კანონის პროექტის მომზადება და ამ მიზნით სამუშაოების ორ­გა­ნიზება და შესრულება;

 ვ) პროგრამული და კაპიტალური ბიუჯეტების დანერგვის და მათი სრულყოფის საერთო კოორდინაცია და შესაბამისი მეთოდოლოგიების­/ინს­ტრუქციების შემუშავება;

 ზ) სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საშუალოვადიანი ნაერთი ბიუ­ჯეტის ფორმირება;

 თ) სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან მიღე­ბული ინფორმაციის საფუძველზე წლიური საბიუჯეტო კანონის მიხედ­ვით განწერის მომზადება და დაზუსტება;

 ი) სახელმწიფო ბიუჯეტის განწერის თანახმად ან სახელმწიფო ბიუჯეტის განწერის დაზუსტების დროს მხარჯავი დაწესებულებების მიერ დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიხედვით წარმოდგენილ საბიუჯეტო ასიგნებათა განაწილებების მიღება, დამუ­შავება, სახაზინო კოდების მინიჭება და სახაზინო სამსახურზე დაშვება;

 კ) დადგენილი წესის თანახმად მხარჯავი დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებების მთლიანი ოდენობიდან თანხების ერთ ან მეტ ასიგნებაზე გადანაწილების შესახებ წინადადებების მომზადება;

 ლ) დადგენილი წესის შესაბამისად სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების ხარჯთაღრიცხვის განხილვა, დადასტურება და სახაზინო სამსახურზე დაშვება;

 მ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევაში საგანგებო ბიუჯეტის პროექტის მომზადება, საჭირო სამუშაოების ორგანიზება და შესრულება;

 ნ) სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად საბი­უჯეტო კლასიფიკაციის შემუშავებაში და შესაბამისი ნორმატიული აქ­ტების პროექტების მომზადებაში მონა­წილეობის მიღება;

 ო) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილ ვადებში სახელმწიფო ბიუჯეტის პერიოდული (3 თვე, 6 თვე, 9 თვე, წლიური) შესრულების ანგარიშის მომზადება, საჭირო სამუშაოების ორგანიზება და შესრულება;

 პ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა ბიუჯეტების ანალიზი და მათ ფუნქციებთან დაკავშირებული შესაბამისი ანალიტიკური მასალების მომზადება;

 ჟ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგი­ლობრივი თვითმმართველი ერთეულების საბიუჯეტო პოლიტიკის ძირი­თადი დებულებებისა და მათი შემდგომი სრულყოფის თაობაზე წინადადებათა შემუშავება;

 რ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგი­ლობ­რივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადასაცემი ტრანსფერის თაობაზე წინადადებებისა და სათანადო ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;

 ს) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელის­უფლებების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისადმი საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის სფეროში მეთოდური ხელმძღვანე­ლობა და პრაქტიკული დახმარების გაწევა;

 ტ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგი­ლობ­რივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შესრულების ანგარიშგების შედგენისა და წარდგენის წესის, ვადებისა და ფორმების შემუშავება;

 უ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილო­ბრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობებისა და გადასახდელების პერიოდული (ყოველთვიური, 3 თვე, 6 თვე, 9 თვე, ყოველწლიური) აღრიცხვა და ანგარიშგების შედგენა;

 ფ) საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის ფინანსური უზრუნველყოფა;

 ქ) „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის თანახმად საქართველოსათვის სავალდე­ბუ­ლო ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტი­ლებების ნებაყოფლობითი აღსრულების ფინანსური საკითხების გადაწ­ყვეტისათვის წინადადებების მომზადება.

 

 მუხლი 15. შიდა აუდიტის დეპარტამენტი

 შიდა აუდიტის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქ­ცი­ებია:

ა) სამინისტროს სისტემის საქმიანობის გაუმჯობესება და მისი მიზნების მიღწევის ხელშეწყობა შემდეგი საქმიანობის განხორციელებით:

ა.ა) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;

ა.ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;

ა.გ) სამინისტროს საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებსა  და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასება;

ა.დ) სამინისტროს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება;

ა.ე) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;

ა.ვ) სამინისტროს აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;

ა.ზ) სხვა საქმიანობები, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს;

 ბ) სამსახურებრივი გადაცდომის ან/და დაწესებულების მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმება და მისი აღმოჩენის მიზნით განხორციელებული სამსახურებრივი შემოწმების შემდეგი ღონისძი­ებები:

 ბ.ა) სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვისა და შესრულების კონტროლის განხორციელება, მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების ანალიზი და მათი პრევენცია;

 ბ.ბ) სამინისტროს სისტემაში თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწ­მების შესახებ დასკვნის შედგენა და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

 ბ.გ) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ კანონმდებლო­ბის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, სამინისტროს სისტემაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მინისტრისათვის შესაბა­მისი რეკომენდაციების მიწოდება;

 ბ.დ) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულების კონტროლი;

 ბ.ე) სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, მინისტრთან შეთანხმებით, მასალების შესაბამის ორგანოში გადაგზავნა;

 ბ.ვ) დეპარტამენტის „ცხელი ხაზის“ ფუნქციონირების უზრუნველ­ყოფა.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის დადგენილება №174 – ვებგვერდი, 22.04.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 6 ივნისის დადგენილება №248 – ვებგვერდი, 07.06.2016წ.

 

მუხლი 151. სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტი

სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ჰარმონიზაციის ცენტრის  კომპეტენციას მიკუთვნებული უფლება-მოვალეობებისა და დაკისრებული ამოცანების განხორციელება;
ბ) შიდა აუდიტისა და ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
გ) შიდა აუდიტისა და ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემაში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა;
დ) ხარვეზების ანალიზისა და განვითარების დონის შეფასების შედეგად სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება/განახლება და შესაბამისი წლიური გეგმის მომზადება;
ე) შიდა აუდიტისა და ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემების ფუნქციონირების ხარისხის შეფასება და მათი განვითარების მონიტორინგი;
ვ) სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დონორებთან ურთიერთობა, დონორების კოორდინაცია;
ზ) „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,  ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის“ ასოცირების შესახებ შეთანხმებით სახელმწიფო შიდა ფინანსურ კონტროლთან დაკავშირებული  ვალდებულებებისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება;
თ) სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების შესახებ კონსოლიდირებული წლიური ანგარიშის შედგენა და მინისტრისათვის წარდგენა;
ი) სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმის შედეგების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ინფორმაციის სათანადო ვებგვერდის მეშვეობით გავრცელება;
კ) შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამის დანერგვა.(გავრცელდეს 2015 წლის 30 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე)

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის დადგენილება №174 – ვებგვერდი, 22.04.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის დადგენილება №76 – ვებგვერდი, 15.02.2016წ.

 

 მუხლი 16. საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტი

 საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

 ა) ქვეყნის საგადასახადო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;

 ბ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილე­ბასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა ძირითადი მიმართულებების განსაზ­ღ­ვ­რა;

 გ) საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტების მომზადება;

 დ) საგადასახადო კანონმდებლობის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზა­ციის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და ევროგაერთიანების კანონმდებ­ლობასთან ჰარმონიზაციის შესახებ წინადადებათა მომზადება;

 ე) მოსაკრებლების სფეროში სათანადო საკანონმდებლო აქტების პრო­ექტების შემუშავება;

 ვ) შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცი­ლებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთან­ხმების (კონვენციის) პროექტების მომზადება, მოლაპარაკებების წარმარ­თვა, შეთანხმებების დადების და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოქმედებათა კოორდინაცია;

 ზ) საგადასახადო და საბაჟო სფეროებში გასაფორმებელ საერთა­შორი­სო შეთანხმებათა პროექტების მომზადების, შეთანხმებების დადე­ბისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოქმედებათა კო­ორდინაცია;

 თ) საბაჟო და საგადასახადო სფეროებში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზება;

 ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.

 

მუხლი 17. მაკროეკონომიკური ანალიზისა და პროგნოზირების დეპარტამენტი

მაკროეკონომიკური ანალიზისა და პროგნოზირების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და გაანგარიშების განხორციელება;

ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური და კვარტალური შესრულების ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა მაკროეკონომიკური მიმოხილვის მომზადების მხრივ;

გ) ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური განვითარების ამსახველი მაჩვენებლების შესახებ ანალიტიკური მასალებისა და ინფორმაციის მომზადება;

დ) ქვეყნის მაკროეკონომიკური რისკების ანალიზის განხორციელება და განსახილველად მომზადება;

ე) სოციალურ-ეკონომიკურ გადაწყვეტილებათა მაკროეკონომიკური შედეგების ანალიზის განხორციელება;

ვ) რეკომენდაციების შემუშავება ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ;

ზ) ეკონომიკური განვითარების სტრატეგიისა და საშუალოვადიანი დაგეგმვის მხარდაჭერა მაკროეკონომიკური პროგნოზებით;

თ) სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის სამუშაოთა ორგანიზება და მონაცემთა გავრცელება ქვეყანაში მიღებული სტატისტიკური მეთოდოლოგიითა და საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციათა გათვალისწინებით;

ი) სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისათვის წინადადებათა მომზადება;

კ) მომდევნო საბიუჯეტო წლისათვის ბიუჯეტის შემოსავლების პროგნოზირება და დაგეგმვა;

ლ) საშუალოვადიანი საგადასახადო შემოსავლების პროგნოზირება;

მ) ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის პარამეტრების წლიური გეგმების კვარტლების მიხედვით განწერის შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების მომზადება;

ნ) სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური და კვარტალური შესრულების ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა შემოსავლების შესრულების მიმდინარეობის ანალიზის მომზადების მხრივ;

ო) მიმდინარე წლის მოსალოდნელი საბიუჯეტო შემოსავლების მონიტორინგი და შეფასება;

პ) დამტკიცებული განწერის საფუძველზე ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის შესრულების მიმდინარეობის ყოველკვარტალური მონიტორინგი, მის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, საბიუჯეტო შემოსავლების ყოველკვარტალური განწერის კორექტირების შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების მომზადება;

ჟ) ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის ცვლილებებთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში, საკანონმდებლო ღონისძიებათა შესახებ წინადადებების მომზადება;

რ) ბიუჯეტის შემოსავლების ყოველთვიური და ყოველდღიური მონიტორინგის ანგარიშის მომზადება;

ს) საბიუჯეტო კლასიფიკაციის შემოსავლების ნაწილში ცვლილებების შესახებ წინადადების მომზადება;

ტ) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოთა მიერ მიღებული წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების თაობაზე წარდგენილი წინადადებებისა და დოკუმენტების განხილვა;

უ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ქვეყნის განვითარების საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავების კოორდინაცია.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24   სექტემბრის  დადგენილება № 502  - ვებგვერდი, 28.09.2015წ.

 

 მუხლი 18. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24   სექტემბრის  დადგენილება № 502  - ვებგვერდი, 28.09.2015წ.

 

მუხლი 19. მინისტრის აპარატი

მინისტრის აპარატის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოდან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან და საქართველოს პარლამენტიდან შემოსული საკონტროლო დავალებების, მინისტრის სათათბირო საბჭოს გადაწყვეტილებებისა და მინისტრის ბრძანებების/დავალებების შესრულების კონტროლი;

გ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის ურთიერთობის კოორდინაცია;

დ) მინისტრის სახელზე შემოსული კორესპონდენციის დამუშავება, მათ შორის, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის სარეგისტრაციო ნომრის გარეშე შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვა და დამუშავება, მინისტრის რეზოლუციათა პროექტების მომზადება;

ე) მინისტრის სათათბირო საბჭოს სხდომებისა და სამინისტროში გამართული თათბირების ორგანიზება, დადგენილი წესით;

ვ) პროტოკოლის წარმოება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ექსპერტებთან თანამშრომლობა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, მოქალაქეთა მიღების  ორგანიზაციული უზრუნველყოფა.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის დადგენილება №375 – ვებგვერდი, 12.06.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24  სექტემბრის  დადგენილება № 502  - ვებგვერდი, 28.09.2015წ.

 

მუხლი 191.  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სამინისტროს საქმიანობის გამჭვირვალობისა და დემოკ­რა­ტიზაციის უზრუნველყოფა;

ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა საზოგადოე­ბა­ს­თან ურთიერთობის სამსახურების კოორდინირებული საქმიანო­ბის უზრუნველყოფა;

გ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით, სამი­ნის­ტროს როლისა და მნიშვნელობის განმარტება სახელმწიფო პო­ლი­ტიკის, მისი პრიორი­ტეტებისა და ეკონომიკური რეფორმების პრო­ცესში;

დ) სამინისტროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა საინ­ფორ­მა­ციო მასალების მომზადება და მათი მასობრივი საინფორ­მაციო საშუალებებისათვის მიწოდება;

ე) სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიებებისა და მიღე­ბულ გადაწყვეტილებათა შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუა­ლებების ინფორმირება;

ვ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის დადგენილება №375 – ვებგვერდი, 12.06.2014წ.

 

 მუხლი 20. დავების განხილვის სამსახური

 დავების განხილვის სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქცი­ებია:

 ა) გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალ­დებული პირის საჩივრების და ამ საჩივრებთან დაკავშირებით წარმო­დგენილი ყველა მასალის განხილვა, სათანადო ინფორმაციის მომზადება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოზე (შემდგომში – საბჭო) გასატანად;

 ბ) საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად საბ­ჭოში წარდგენილი საგადასახადო დავების შესახებ მასალების დამუ­შავება და საბჭოს სხდომების ორგანიზება;

 გ) საბჭოს მიერ საჩივრის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების გაფორმება კანონმდებლობის შესაბამისად;

 დ) საჩივრების ელექტრონული ბაზის მართვა, პრაქტიკის განზო­გადება;

 ე) დავების ხასიათიდან გამომდინარე, კანონმდებლობაში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამის სამართლებრივ აქტებში განსახორ­ციელებელი ცვლილებების შესახებ რეკომენდაციების მომზადება;

 ვ) საჩივრის საბჭოს სხდომაზე განხილვამდე საბჭოს გადაწყვეტი­ლების პროექტის (რეკომენდაციის) მომზადება.

 

 მუხლი 21. პარლამენტთან ურთიერთობის სამსახური

 პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

 ა) მინისტრის მოადგილისათვის – საპარლამენტო მდივნისათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობა;

 ბ) საქართველოს პარლამენტთან სამინისტროს ურთიერთობის კო­ორ­­დინაცია.

 

 მუხლი 22. ადამიანური რესურსების მართვის სამსახური

 ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ძირითადი ამოცა­ნები და ფუნქცი­ებია:

 ა) ადამიანური რესურსების მართვის უზრუნველყოფა;

 ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ადამიანური რესურსების მართვის ანალიზის უზრუნველყოფა;

 გ) ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ორგა­ნი­ზება და გამართვა;

 დ) საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციების ორგანიზება და გამართ­ვა;

 ე) სამინისტროს ცენტრალურ აპარატში პრაქტიკისა და სტაჟირების გავლის უზრუნველყოფა;

 ვ) საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება;

 ზ) სამინისტროს თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივი მდგომ­ა­რეო­ბის დეკლარაციების შესაბამის ორგანოში წარდგენის ორგანი­ზა­ციუ­ლი უზრუნველყოფა;

 თ) მოსამსახურეთა პროფესიული მომზადების დონის ანალიზი, მოსამსახურეთა გადამზადების (კვალიფიკაციის შეცვლის) და კვალი­ფი­კაციის ამაღლების ორგანიზება;

 ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მი­ნისტ­რის ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტე­ბის პროექტების მომზადება;

 კ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვადასხვა სა­კით­­ხებზე მუშაობა.

 

 მუხლი 23. ინფორმაციული უსაფრთხოების სამსახური

 ინფორმაციული უსაფრთხოების სამსახურის ძირი­თა­დი ამოცანები და ფუნქცი­ებია:

 ა) სამინისტროს ინფორმაციული აქტივების აღწერა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად მათზე წვდომის წესების განსაზ­ღვრა;

 ბ) სამინისტროს ინფორმაციული აქტივების დაცვა;

 გ) ინფორმაციის დამუშავების ინფრასტრუქტურაში არსებული სი­სუს­­ტეების მართვა;

 დ) საფრთხეების და ინციდენტების მართვა, რომლებსაც გავლენა შეუძლიათ მოახდინონ სამინისტროს ინფორმაციულ რესურსებზე;

 ე) უსაფრთხოების პოლიტიკის, პროცედურების და სტანდარტების მომზადება და მათი მეშვეობით სამინისტროს საინფორმაციო რესურ­სების სათანადო გამოყენების უზრუნველყოფა;

 ვ) ინფორმაციის დაცვის სფეროში თანამშრომლებისათვის მათი ვალდებულებების გაცნობა;

 ზ) ინფორმაციული უსაფრთხოების საბჭოსათვის ანგარიშების, სხდო­მების ოქმებისა და დღის წესრიგის მომზადება.


კრებსითი — სრული ვერსია