სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
დოკუმენტის ნომერი
02-1638/ო
მიმღები ორგანო
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი
მიღების თარიღი
2013-11-22
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-18
სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების

სააგენტოს უფროსის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა № 02-1638/ო

 

      2013 წლის 22 ნოემბერი

 

ქ. თბილისი

 

სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ

 

საქართველოს კანონის „ ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” მე-13 მუხლის „ბ ” პუნქტის, საქართველოს კანონის „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,   ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ა (ა)იპ – საქველმოქმედო ფონდ „საქართველოს კარიტასის“ ფილიალს (ფაქტიური მისამართი: გარდაბნის რაიონი, სოფელი მარტყოფი) მიეცეს სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლება.

2. ბრძანების პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია შეტანილ იქნეს სააღმზრდელო დაწესებულებების უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი № 144) ან სასამართლოში .

4. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.

საფუძველი: აიპ – საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასის“ მენეჯერის განცხადება № 111917, 11.10.2013წ.

ადგილზე შემოწმების აქტი № 78, 20.11.2013 წ.

 

სააგენტოს უფროსი              გია თვალავაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია