საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების
სააგენტოს უფროსის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა № 02-1730/ო
2013 წლის 10 დეკემბერი
ქ. თბილისი
სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
საქართველოს კანონის „ ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” მე-6, მე-8 და მე-10 მუხლების, საქართველოს კანონის „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ მე-6 და მე-7 მუხლების შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. გაიცეს ა(ა)იპ _ საქველმოქმედო ფონდზე ,,ჩემი სახლი’’ (ფაქტიური მისამართი: ქ. თბილისი, ყიფშიძის ქ. № 13ა) ,,სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია".
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი № 144) ან სასამართლოში .
3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
საფუძველი: განცხადება № 120152, 04.11.2013 წ . და განცხადება № 126571, 20.11.2013 წ.
ადგილზე შემოწმების აქტი № 81, 06.12. 2013 წ. ზეპირი მოსმენის ოქმი № 12, 09.12. 2013 წ.
სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე