საქმე №2/1430
ს ა ო ქ მ ო გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2013 წლი ს 25 ნოემბერი
ქ . ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
კრების თავმჯდომარე: გენადი მაკარიძე (გაკოტრების მოსამართლე)
კრების მდივანი: ნოდარ გიორგიძე;
სასამართლომ იხელმძღვანელა ,, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ ” საქართველოს კანონის მე -7, მე -8, მე-17, 27- ე , სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284- ე , 285- ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,ჰოდიდოს’’ კრედიტორთა კრება გადაიდოს და მოწვეული იქნეს 201 3 წლის 26 დეკემბერს 15:00 საათზე შემდეგი დღის წესრიგით :
ა ) კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და რეესტრის დამტკიცება ;
ბ) გაკოტრების მმართველის დანიშვნა;
2 . კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში ( ქალაქი ქუთაისი , კუპრაძის ქ . № 11 მესამე სართული , სხდომის დარბაზი № 3 ).
3 . განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge .
4 . განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს , აგრეთვე იმ პირებს , რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 ( ხუთი ) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ( მის .: ქ . ქუთაისი კუპრაძის № 11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია . თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი , კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან .
მოსამართლე: გენადი მაკარიძე
სხდომის მდივანი: ნოდარ გიორგიძე