საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №414
2001 წლის 20 ოქტომბერი
ქ. თბილისი
დ. კირვალიძისათვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე
მიენიჭოს საქართველოს სურსათისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს დავით კირვალიძეს უფლებამოსილება, რომ ხელი მოაწეროს საქართველოს მთავრობისა და გაეროს ორგანიზაციის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტებს: „გვალვით დაზარალებული ფერმერებისათვის კარტოფილისა და სიმინდის თესლის საგანგებო მიწოდება“ და „წალკის რაიონის ფერმერებისათვის კარტოფილის თესლის საგანგებო მიწოდება“.
ე. შევარდნაძე