სსიპ - აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს
„საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსის“ 49-ე მუხლით განსაზღვრული ანგარიში
ა) საანგარიშო წლის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 59 განცხადება ; საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნით განცხადება არ შემოსულა; მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიღებულა;
ბ) საანგარიშო წლის განმავლობაში მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ მიღებული იქნა 58 გადაწყვეტილება; მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა ; გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურ ე - ბიძინა აფხაზავა (სსიპ - აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი) ;
გ ) საანგარიშო წლის განმავლობაში საჯარო მოსამსახურეთა მიერ არ დარღვეულა ამ კოდექსის მოთხოვნები;
დ ) საანგარიშო წლის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის სახით დაინტერესებულ მხარეთა მიერ სულ გადახდილი იქნა 16 ლარი და 65 თეთრი .