საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
4853
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2007-06-05
გამოქვეყნების თარიღი
2007-06-18
სარეგისტრაციო კოდი
310.010.000.05.001.002.851
საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს სარკინიგზო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №4, 22.01.2003, მუხ. 25) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. რკინიგზის სადგურების გახსნა-დახურვის შესახებ გადაწყვეტილებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან შეთანხმებით იღებს და მათ მიერ გასაწევი მომსახურების (შესასრულებელი სამუშაოს) ნუსხას განსაზღვრავს რკინიგზა.“.

2. 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მიერთება სარკინიგზო ქსელთან ხორციელდება რკინიგზის ნებართვით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან შეთანხმებით.“.

3. 62-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგანგებო, მათ შორის, საომარი მდგომარეობის, მობილიზაციის დროს და სხვა საგანგებო სიტუაციებში სარკინიგზო ტრანსპორტის საწარმოები (ორგანიზაციები და ა.შ.), სახელმწიფო ხელისუფლების ცენტრალურ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად, ახორციელებენ შესაბამის დაუყოვნებლივ ღონისძიებებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 5 ივნისი.

№4853–Iს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია