„საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
4852
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2007-06-05
გამოქვეყნების თარიღი
2007-06-18
სარეგისტრაციო კოდი
280.120.000.05.001.002.850
„საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №7, 1998 წელი, მუხ. 58) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა მარაგი განთავსდება სახელმწიფო რეზერვის შესანახად სპეციალური დანიშნულების საცავებში, რომელთა ამ მიზნით გამოყოფა და მშენებლობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 5 ივნისი.

№4852–Iს

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია