ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის
შესაბამისად საჯარო ინფორმაციის
გაცემის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მესამე თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით , ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანებით დადგენილია ქუთაისის საქალაქო , ბა ღ დათის , წყალტუბოს და ტყიბულის მაგისტრატ სასამართლოებში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე მარინე ტყეშელაშვილი.
სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით , ქუთაისის საქალაქო , ბაღდათის , წყალტუბოს და ტყიბულის მაგისტრატ სასამართლოებში საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს : მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით ინფორმაციის მიწოდებას , სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას , სასამართლოს საქმეების გაცნობას საამისოდ განკუთვნილ სპეციალურ დარბაზში და ა . შ .
2013 წლის განმავლობაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა ,,43 ” განცხადება , მათ შორის :
შემოსულ განაცხადებიდან 37 მოთხოვნა დაკმაყოფილდა , არ დაკმაყოფილდა 6 , მათ შორის, 3 მოთხოვნა ეხებოდა ისეთი ინფორმაციის მიწოდებას, რომელსაც სასამართლოების მოქმედი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები არ ითვალისწინებს, 3 შემთხვევაში საქმე არ იმყოფებოდა ადგილზე .
მოთხოვნის დაკმაყოფილების ან არ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა შემდეგი საჯარო მოსამსახურის მიერ .
მარინე ტყეშელაშვილი - 2010 წლის 27 სექტემბრიდან ქუთაისის საქალაქო , ბა ღ დათის , წყალტუბოს და ტყიბულის მაგისტრატ სასამართლოებში საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირი .
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში არ შემოსულა . საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა .
საჯარო მოსამსახურის მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია .
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გახსნილი აქვს საკუთარი ინტერნეტ-ვებგვერდი - www .court.ge რომლის საინფორმაციო მომსახურებით სარგებლობს მომხმარებელი.