კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2013 წლის ანგარიში

დოკუმენტის ტიპი
საჯარო დაწესებულების ანგარიში
დოკუმენტის ნომერი
3487
მიმღები ორგანო
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი
2013-12-11
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-13
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2013 წლის ანგარიში

2013 წლის პირველი იანვრიდან დღეის მდგომარეობით კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარმოდგენილ იქნა 28 განცხადება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მიზნით, რომელთაგან 26 დაკმაყოფილდა სრულად, ხოლო 2 – ნაწილობრივ, ასეთი ინფორმაციის სააგენტოში არარსებობის გამო. სააგენტოს მიერ გაცემულ ინფორმაციათაგან არც ერთ შემთხვევაში არ ჰქონია ადგილი საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნას.

 

2013 წლის პირველი იანვრიდან დღეის მდგომარეობით სააგენტოს არც ერთ თანამშრომელს არ დაკისრებია დისციპლინური სახდელი.

 

საჯარო ინფორმაციის გაცემისას სააგენტო ხელმძღვანელობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით.

 

კრებსითი — სრული ვერსია