აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი
დოკუმენტის ნომერი
92-უ.ს.შ.ს.
მიმღები ორგანო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი
2013-12-12
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-17
სარეგისტრაციო კოდი
010240080.51.056.016024
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

რეგლამენტი

 

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში (გაზეთი „აჭარა“, №57, 31.03.2005) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) გაეცნოს უმაღლესი საბჭოსა და მისი ორგანოების სხდომათა ოქმებს, აგრეთვე მიიღოს იმ გამოსვლის ტექსტი, რომელიც არ ქვეყნდება;“.

2. 96-ე მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 96

უმაღლესი საბჭოს სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას დგება სხდომის ოქმი. უმაღლესი საბჭოს დახურული სხდომის ოქმის გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ უმაღლესი საბჭოს წევრებს, მთავრობის უფლებამოსილ წარმომადგენელს, ასევე იმ ორგანოთა წარმომადგენლებს, რომლებიც მონაწილეობდნენ აღნიშნული სხდომის მუშაობაში.“.


მუხლი 2
ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეავთანდილ ბერიძე

 

ჩაქვი,

12 დეკემბერი 2013 წ.

N92-უ.ს.შ.ს.

კრებსითი — სრული ვერსია