მზღვეველის ფინანსური ანგარიშგების ფორმებისა და მათი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისათვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
02
მიმღები ორგანო
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
მიღების თარიღი
2013-12-24
გამოქვეყნების თარიღი
2024-07-09
სარეგისტრაციო კოდი
290160000.60.072.016002
მზღვეველის ფინანსური ანგარიშგების ფორმებისა და მათი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისათვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე
 

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №02

2013 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

მზღვეველის ფინანსური ანგარიშგების ფორმებისა და მათი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისათვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე

 „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20  და 21-ე  მუხლების  და 2013 წლის 02 მაისის  საქართველოს მთავრობის დადგენილება №102-ის თანახმად დამტკიცებული სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის და ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს მზღვეველის ფინანსური ანგარიშგების ფორმები და მათი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისათვის წარდგენის წესი თანდართულ დანართებთან ერთად.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სამსახურის უფროსილაშა ნიკოლაძე

კრებსითი — სრული ვერსია