სს „ლაჯანურჰესის“ №2 ჰიდროაგრეგატისა და ქვესადგურის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
98
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-02-22
გამოქვეყნების თარიღი
2007-02-22
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სს „ლაჯანურჰესის“ №2 ჰიდროაგრეგატისა და ქვესადგურის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №98

2007 წლის 22 თებერვალი

ქ. თბილისი

სს „ლაჯანურჰესის“ №2 ჰიდროაგრეგატისა და ქვესადგურის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარების თაობაზე

საქართველოსა და საზღვარგარეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდს (OECF) (ამჟამად საერთაშორისო თანამშრომლობის იაპონიის ბანკი (JBIC) შორის გაფორმებული საქართველოს ენერგეტიკის აღდგენის პროექტის (GRG-P1) ფარგლებში სს „ლაჯანურჰესის“ №2 ჰიდროაგრეგატისა და ქვესადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების უზრუნველსაყოფად:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი):

ა) უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს, რომ საქართველოსა და საზღვარგარეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდს შორის გაფორმებული საქართველოს ენერგეტიკის აღდგენის პროექტის (GRG-P1) ფარგლებში სს „ლაჯანურჰესის“ №2 ჰიდროაგრეგატისა და ქვესადგურის რეაბილიტაციის სამუშაოთა დასაფინანსებლად „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის განსაზღვრული საერთო ასიგნებებიდან სსიპ – ენერგოგენერაცისათვის საკრედიტო რესურსად მიმართოს 828 071 (რვაას ოცდარვა ათას სამოცდათეთრმეტი) ლარი და გააფორმოს მასთან შესაბამისი სასესხო ხელშეკრულება;

ბ) საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინადადებით შეიტანოს ცვლილებები საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერასა და ოპერატიულ ფინანსურ გეგმაში.

2. სსიპ – ენერგოგენერაციამ უზრუნველყოს სათანადო კონტრაქტების გაფორმება სს „ლაჯანურჰესის“ №2 ჰიდროაგრეგატისა და ქვესადგურის რეაბილიტაციის სამუშაოთა შესასრულებლად.

3. სს „ლაჯანურჰესის“ №2 ჰიდროაგრეგატისა და ქვესადგურის რეაბილიტაციის სამუშაოთა დასრულების შემდეგ ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული თანხით შეძენილი დარჩენილი ქონება სსიპ – ენერგოგენერაციამ შემდგომი განკარგვისათვის გადასცეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს.

4. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ა. ალექსიშვილმა, ენერგეტიკის მინისტრმა ნ. გილაურმა და სსიპ – ენერგოგენერაციის თავმჯდომარემ გ. ხუბერაშვილმა.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

     პრემიერ-მინისტრი                                                         ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია