„სამელიორაციო სისტემების ფუნქციონირების ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 20 თებერვლის №61 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1814
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-12-05
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-16
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016279
„სამელიორაციო სისტემების ფუნქციონირების ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 20 თებერვლის №61 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 1814

2013 წლის 5 დეკემბერი

ქ. თბილისი

 „სამელიორაციო სისტემების ფუნქციონირების ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 20 თებერვლის № 61 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხ ­ლის შესაბამისად, „სამელიორაციო სისტემების ფუნქციონირების ხელ ­შეწყობის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 20 თებერვლის № 61 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლი ­ლე ­ბა და პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ ­­ციით:

 „ბ) საბიუჯეტო სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვროს 10 (ათი) წელი ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან, 9-წლიანი საშე ­ღა ­ვა ­თო პერიოდით, სესხის სარგებლად წლიური ერთპროცენტიანი განაკვეთი, საშეღავათო პერიოდში დარიცხული პროცენტის გადახდა განხორციელდეს საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ;“ .

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან და გავ ­რ ­ცელ ­­დეს 2013 წლის 10 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერ ­თობებზე.

პრემიერ-მინისტრი              ი . ღარიბაშვილი

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია