საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 1813
2013 წლის 5 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 6 აგვისტოს № 519 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 6 აგვისტოს № 519 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საბიუჯეტო სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვროს 10 (ათი) წელი ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან, 9-წლიანი საშეღავათო პერიოდით, სესხის სარგებლად - წლიური ერთპროცენტიანი განაკვეთი, საშეღავათო პერიოდში დარიცხული პროცენტის გადახდა განხორციელდეს საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ.“ .
2. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერის დღიდან და გავრცელდეს 2013 წლის 26 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი