საქართველოს მთავრობის
განკარგულება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს ,, ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების
შესახებ
1. „ სახელმწიფო ქონების შესახებ “ საქართველოს კანონის მე - 18 მუ ხ ლის მე - 3 პუნქტის შესაბამისად , სახელმწიფო საკუთრებაში არსებული , ამ განკარგულების დანართ ში მითითებული უძრავი ქონება პირდაპირი მი ყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად 1 0 00 ( ათასი) აშშ დო ლარის ეკვი ვა ლენტ ლარად საკუთრებაში გადაეცეს სს ,, ენერგო-პრო ჯორჯიას “ (საიდენ ტიფიკაციო კოდი N 205169066 ).
2. საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს :
ა ) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გა ფო რმე ბიდან 30 კალენდარულ დღეში ;
ბ ) მყიდველის მიერ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გან საზ ღვრული უძრავი ქონების ,,თურქეთის რესპუბლიკასთან დამაკავ შირე ბე ლი ელექტროგადამცემი ხაზის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენე ბ ლობის შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას” შორის 2009 წლის 4 მარტს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორა ნ დუ მით გათვალისწინებული მიზნებისათვის გამოყენება და ამავე მემორ ან დუ მით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინი ს ტ როს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარ გუ ლე ბის შე სრულების მიზნით განახორციელოს კანონმდებლობით გათვალის წი ნე ბუ ლი შესაბამისი ღონისძიებები .
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
დანართი
| № | ქონების მისამართი და დასახელება | საკადასტრო კოდი | ნაკვეთის წინა ნომერი |
| 1 | ქალაქ ბათუმში, დაბა ხელვაჩაურში მდებარე 36 000 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა საერთო ფართით 335.50 კვ.მ. | 05.35.26.069 | 22.27.03.215 |
| 2 | ქ. ბათუმი, ხელვაჩაურის დასახლებაში მდებარე 4179 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი | 05.35.26.071 | 22.27.03.119 |
| 3 | ქალაქ ბათუმში, დაბა ხელვაჩაურში მდებარე 1006 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი | 05.35.26.087 | 05.35.26.067 |
| 4 | ქალაქ ბათუმში, დაბა ხელვაჩაურში მდებარე 3042 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი | 05.35.26.204 | 22.27.03.079 |
| 5 | ქალაქ ბათუმში, დაბა ხელვაჩაურში მდებარე 390 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი | 05.35.26.203 | 22.27.03.206 |
| 6 | ქალაქ ბათუმში, დაბა ხელვაჩაურში მდებარე 3004 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი | 05.35.26.033 | 22.27.03.186 |