„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „აგროლაინ ლიმიტედისათვის“ კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 9 ნოემბრის №774 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობის დადგენისა და შპს „Crosslane Investments Limited-ის კანონიერი წარმომადგენლობის (ფილიალი) საქართველოში“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1784
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-11-29
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-16
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016251
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „აგროლაინ ლიმიტედისათვის“ კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 9 ნოემბრის №774 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობის დადგენისა და შპს „Crosslane Investments Limited-ის კანონიერი წარმომადგენლობის (ფილიალი) საქართველოში“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება   საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილე­ბის შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის ( 1037‑Iს) საქართველოს კანონის მე‑2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს „სახე ­ ლ­მწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „აგროლაინ ლიმიტედი ­ სათვის“ კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 9 ნოემბრის  774 განკარგულებით (შემდგომში –  განკარგულება) განსაზ ­ ღვ ­ რუ ­ ლისაგან განსხვავებული შემდეგი პირობები:

ა) განკარგულების მე‑2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პი ­ რობის ნაცვლად ამავე განკარგულებით გადაცემული მიწის ნაკვეთის ნა ­ წილზე (4000 კვ.მ)  ბაზრობის კომპლექსის მოწყობა, სადაც მინიმუმ 70 ადა ­ მიანს შესაძლებლობა ექნება მოახდინოს სხვადასხვა სახის საქონლის რეალიზაცია 2011 წლის 1 ნოემბრიდან 2014 წლის 1 იანვრამდე;

ბ) განკარგულების მე‑2 პუნქტით განსაზღვრულ პირობებს დაემატოს საპრივატიზებო პირობა, კერძოდ , ამავე განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით არანაკლებ  1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) აშშ დოლა ­ რის ინვესტიციის განხორციელება და კომპლექსში (ცხოველთა სასაკლაო კომპლექსი/ბაზრობის კომპლექსი)  2011 წლის 1 ნოემბრიდან  2014 წლის 1 იანვრამდე  არანაკლებ 30 (ოცდაათი) ადამიანის დასაქმება.

      2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხ ­ ლის შესაბამისად , დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ –   სახელმწიფო ქო ­ ნების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება შპს „ Crosslane Investments Limited- ის კანონიერი წარმომადგენლობის ( ფილიალი ) საქართველოში“ (ს/ნ 426519083), შპს „აგროლაინ ლიმიტედსა“ და საქართველოს ეკონო­მი­კური განვითარების სამინისტროს შორის 2009 წლის 27 ნოემბერს და­დებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, „სახელმწიფო სა­კუ­თ­რებაში არსებული ქონების შპს „აგროლაინ ლიმიტედისათვის“ კონ­კუ­რენტული შერჩევის საფუძველზე, პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრი­ვატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 9 ნოემბრის 774 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ სა­ქარ­თველოს პრეზიდენტის 2011 წლის 4 თებერვლის N04/02/03 განკა­რ­გულების გამოცემამდე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლო­სგან გათავისუფლების შესახებ.

  3. საქარ ­ თველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამი ­ ნისტროს სისტე ­ მაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა –   სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრუ ­ ლების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება .

პრემიერ ‑ მინისტრი                                                           ირაკლი ღარიბა შვილი

კრებსითი — სრული ვერსია