საქმე #2/ 988-2008
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
201 3 წლი ს 4 დეკემბერი
ქ . თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განიხილა სს ,, ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხანას “ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე სს ,, ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხანას “ მიმართ.
სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები, მიაჩნია, რომ მოწვეულ უნდა იქნ ე ს სს ,, ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხანას “ კრედიტორთა კრება დაგვიანებით წარმოდგენილ მოთხოვნათა განხილვის მიზნით.
` გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ ~ საქართველოს კანონის 27- ე მუხლის მე -4 პუნქტის თანახმად , კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდეს ` საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში .~
სასამართლომ იხელმძღვანელა ` გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ ~ საქართველოს კანონის მე -5, მე -7, მე -8, 25- ე , 27- ე , 30- ე მუხლებით , საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285- ე მუხლებით ,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მოწვეულ იქნ ე ს სს ,, ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხან ი ს “ კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით :
1.1. კრედიტორთა დაგვიანებით წარმოდგენილი მოთხოვნების შემოწმება.
2. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნ ე ს 201 3 წლის 1 8 დეკემბერს 15 :00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის № 24 სხდომის დარბაზში ( ქ . თბილისი , დავით აღმაშენებლის ხეივანი , მე -12 კმ № 6).
3. დაევალოს სს ,, ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხან ი ს “ რეაბილიტაციის მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა , მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება ` საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ~- ს ვებგვერდზე . განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე .
4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 ( ხუთი ) დღის ვადაში .
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი