საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
86
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-02-21
გამოქვეყნების თარიღი
2007-02-21
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №86

2007 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისათვის“ გათვალისწინებული ასიგნებიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) თვითმმართველ ქალაქ ბათუმის ბიუჯეტს გამოუყოს 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი ყინულის მოედნის მოსაწყობად.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ. ასევე, კონტროლის განხორციელება ეთხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ლ. ვარშალომიძეს.

პრემიერ-მინისტრი                                                 ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია