|
| მუხლი 1 |
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2013 წლის 4 დეკემბერს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და ალბანეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება. |
| მუხლი 2 |
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ: ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული შეთანხმების დადების შესახებ; ბ) შეატყობინოს ალბანეთის რესპუბლიკის მხარეს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|